Under Construction

კომპანიის შესახებ

ტურისტული კომპანია "აჭარა ტური" 2006 წლის თებერვალში შეიქმნა. დროის ამ მცირე მონაკვეთში ჩვენ შევძელით დინამიკურად განვითარებადი საიმედო პარტნიორის რეპუტაცია დაგვემკვიდრებინა.

ტურისტულ პროგრამათა მრავალფეროვნებით, კომფორტზე ორიენტირებული მომსახურებით, თანამშრომელთა მაღალი პროფესიონალიზმითა და კლიენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების წყალობით აჭარა ტური რეგიონის ლიდერად იქცა.

კომპანიის მოღვაწეობის სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია. აჭარა ტური ეწევა, როგორც სხვადასხვა სახის ჯგუფური, ასევე ნებისმიერი სირთულისა და მიმართულების ინდივიდუალური ტურების ორგანიზებას.

დღეისათვის კომპანიას კლიენტთა საკმაოდ სოლიდური ნუსხა აქვს. ტურიზმის ექსპორტსა და იმპორტში სპეციალიზირებულ ჩვენს ტუროპერატორებს მიმართავენ ისინი ვინც ეკონომ კლასს ანიჭებენ უპირატესობას და ისინი ვისაც VIP-ი სერვისი იზიდავთ.

აჭარა ტური გთავაზობთ მომსახურების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის აეროპრტში დახვედრა და გაცილება, სასტუმროს დაჯავშვნა, შეხვედრების, კონფერენციების, ექსკურსიების, სპორტული თუ სანახაობითი ღონისძიებების, და სხვა.

კვალიფიციური პერსონალი არის არსებითი შტრიხი, რაც აშკარად გამოგვარჩევს კონკურეტებისგან. კადრთა სათანადოდ შერჩევა და დახვეწა აჭარა ტურის მოღვაწეობის პრიორიტეტი გახლავთ. სწორედ ამის წყალობით შევძელით დასახული მიზნის მიღწევას - ყველა სურვილისა და ინტერსესის გათვალისწინებით შეგვექმნა ნებისმიერი კლიენტის დასვენებისთვის ხელსაყრელი გარემო.