მეგობრებთან ერთად მოგზაურობისას გასათვალისწინებელი წესები

4 მაისი 2018

მოგზაურობა ხომ ნამდვილი საოცრებაა, მაგრამ ის გაცილებით საოცარია მეგობრებთან ერთად, რადგან თქვენ ხომ ერთად აღმოაჩენთ და შეიცნობთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, ერთად შეიძენთ დაუვიწყარ მოგონებებს, კარგადაც გაერთობით და რაც მთავარია, ერთმანეთის სიხარულს გაიზიარებთ. და რადგან ყველამ კარგად ვიცით მწერალ ჯონ კრაკაუერის ცნობილი ფრაზა: „ბედნიერება მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, როცა სხვას უზიარებ“ და მოგზაურობა კი ნამდვილი ბედნიერებაა, აუცილებლად გაუზიარეთ ის სხვასაც.

მაგრამ, სანამ სამოგზაუროდ გაეშურებოდეთ, აუცილებლად გაარკვიეთ, თუ რომელი წესები უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენმა თავგადასავალმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს და ის დაუვიწყარი აღმოჩნდეს.



პირველ რიგში, მეგობრებთან ერთად მოიფიქრეთ და გადაწყვიტეთ თუ სად გსურთ გამგზავრება, რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად. შეეცადეთ, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ ერთმანეთის აზრი, რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვაგვარი კონფლიქტები.

შემდგომი ნაბიჯი კი ისეთი საცხოვრებლის არჩევას უკავშირდება, რომელიც თითოეული თქვენგანის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, რათა წარმატებით აიცილოთ კონფლიქტები.

ამ ორი პუნტქის შემდეგ კი, თითქოს ყველაფერი შედარებით მარტივია, რადგან აღარაფერი დაგრჩენიათ გამგზავრებისა და კარგი დროის გატარების გარდა, მაგრამ რეალობა ხომ ყოველთვის განსხვავდება დაგეგმილისგან? შესაბამისად, ნუ გაიკვირვებთ, თუ მეგობრებთან უთანხმოება მოგივათ იმის შესახებ, თუ სად არის უმჯობესი წასვლა: ხელოვნების მუზეუმსა თუ ბარში. ამ დროს აუცილებელია როგორც რაციონალური აზროვნება, ასევე დათმობის უნარი. ნუ იკამათებთ! დაე, მეგობრების ის ნაწილი, რომელსაც მუზეუმების დათვალიერება მოსაწყენი ჰგონია, ბარში წავიდეს, თქვენ კი, თანამოაზრეებთან ერთად, მუზეუმებს მიაშურეთ და დატკბით ცნობილი ხელოვნების ნიმუშებით, რადგან დაგვერწმუნეთ, ბრაზი ასეთ დროს ნამდვილად არ ღირს.



ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავსაც! გაიხსენეთ, რომ მართალია კარგია მეგობრებთან ერთად ყოფნა და სასიამოვნო დროის გატარება, მაგრამ ამ მოგზაურობისას ცოტა ხანი, მარტომაც უნდა დაჰყოთ, მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს, ფილმის ნახვა ვიღაცის თანდასწრების გარეშე, თუ უბრალოდ მუსიკის მოსმენა, ნუ იქნებით დამოკიდებულები მხოლოდ და მხოლოდ სხვების გადაწყვეტილებებზე, მოინახულეთ ის, რაც ყოველთვის გსურდათ საკუთარი თვალით გეხილათ და გიზიდავდათ, რადგან პირადი შთაბეჭდილებები მოგონებებს ყოველთვის განსაკუთრებულ იერს სძენს.


ახლა კი, დროა სამოგზაუროდ გაეშუროთ და გაერთოთ, ნუღარ დააყოვნებთ!