ტური იმერეთში
  • ხანგრძლივობა:1 დღე
მიმოხილვა

აჭარა ტური გთავაზობთ ერთდღიან ტურს იმერეთში, სადაც თქვენ ნახავთ ულამაზეს, შთამბეჭდავ, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს, როგორიც არის: კაცხის სვეტი -კაცხის ტაძარი - მღვიმევის დედათა მონასტერი - ძაღლსაშენი "ტაბაკინი".

.

ტურის ღირებულება: 55 ლარი ერთ ადამიანზე

ჯგუფის რაოდენობა: 15-17 ადამიანი

.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
  • კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
  • პიკნიკი ულამაზეს ბუნებაში

.

რას ნახავთ:

  • კაცხის სვეტი - კირქვის სვეტისებრი "მოწმე" - შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე,რომლის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები.
  • კაცხის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში ბაღვაშების მიერ. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია.
  • მღვიმევის დედათა მონასტერი - XIII საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი. სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს. მთავარი გამოქვაბული 35 მ-ის სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში. გამოქვაბულის შესავლის აღმოსავლეთ ნაწილში დგას ორნავიანი ბაზილიკა, მაცხოვრის სახელობის ეკლესია.გამოქვაბულის შესასვლელის მეორე მხარეს დგას პატარა ეკლესია, VIს-ის ძეგლი, რომელიც წმიდა ეკატერინეს სახელობისაა. იგი მთლიანად კლდეში არის გამოკვეთილი და მხოლოდ ფასადი აქვს თლილი ქვისაგან ამოშენებული. ფასადი მორთულია ქართული ორნამენტებით. გამოქვაბულის სიღრმეში უმშვენიერესი წყაროა. მღვიმის მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი გამოქვაბულია. ისინი გამოყენებული ყოფილა მონასტრის მსახურთა თავშესაფრად და სტუმრებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს.
  • ძაღლსაშენი "ტაბაკინი" - კავკასიური ნაგაზი წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ ჯიშს, რომელიც განსაკუთრებული ორიგინალური თვისებებით გამოირჩევა. არსებობს კავკასიური ნაგაზის 4 ტიპი, რომელთა შორის ყველაზე საინტერესოა ქართული ტიპის ნაგაზი, რომელსაც ახასიათებს ძვალმსხვილობა, მიმზიდველი გრძელი ბეწვი და მასიური აღნაგობა. "ტაბაკინის" ძაღლსაშენში ამჟამად 19 კავკასიური ნაგაზი ჰყავთ. საქართველოს ტურისტულ ბაზარზე ეს წარმოადგენს ახალ მიმდინარეობას,მეგობრული და პოზიტიური ცხოველები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ თითოეულ სტუმარზე.

.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:

  • თავისუფალი დრო
  • კარგი განწყობა
  • ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის

.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ გაგვიკავშირდით:

  • ტელ.: 577 78 88 88
  • ელ-ფოსტა: info@adjaratour.ge
  • სკაიპი: tourismadjaratour