ბათუმის აეროპორტმა ესტონეთიდან პირველი ჩარტერული ფრენა მიიღო

27 ივნისი 2019

მოხარულები ვართ, რომ ესტონელი სტუმრების მასპინძელი ტუროპერატორი "აჭარა ტური" გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ჩარტერულ ფრენებს ახორციელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორი "ტეზ-ტური". ფრენები ტურისტულ სეზონზე კვირაში ერთხელ განხორციელდება და ყოველკვირეულად 180 ესტონელ ტურისტს ჩამოიყვანს ჩვენს ქალაქში!

გარდა ესტონეთისა, ტურისტულ სეზონზე ჩარტერული ფრენების განხორციელება ვილნიუსიდანაც იგეგმება, რომლის მასპინძელიც ისევ "აჭარა ტური" იქნება!

მოხარული ვართ, რომ ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომით წვლილი შეგვაქვს ჩვენი რეგიონის ტურისტული პონტენციალის განვითარებაში!