პირველად საქართველოს ისტორიაში

მაისის დღესასწაულების წინა დღეებში ავიაკომპანია "Nord Star Airline" პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ნიშნავს ტურისტულ ჩარტერულ რეისს მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით, რომლის ბორტზეც იქნება 170 მგზავრი. მათ შორის 50 აგენტი - ტურისტული კომპანია „Rus Tour“ - ის წარმომადგენელია. კომპანია „აჭარა ტური“, მასპინძელი კომპანია საქართველოში,წამყვანი ტუროპერატორი ტურისტულ ბაზარზე, რომელიც სთავაზობს მთელ რიგ უნიკალურ მომსახურებას ტურიზმის სფეროში, დასვენება, ღონისძიებების ორგანიზება, ბიზნეს მომსახურება კომპანიებისთვის და ბიზნესმენთათვის. „აჭარა ტური“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად, ახორციელებს ინფო-ტურს ტურ-აგენტებისთვის, რომლის დროსაც აგენტები გაეცნობიან სასტუმრო, სარესტორნო, საექსკურსიო ბაზებს აჭარაში. „აჭარა ტური“, როგორც მიმღები კომპანია, დანარჩენი ტურისტებისათვის ახორციელებს ტრანსფერებს, განთავსებას სხვადასხვა კატეგორიების სასტუმროებში, ასევე სთავაზობს ნებისმიერი გემოვნების ექსკურსიებს.

ავიაკომპანია "Nord Star Airline" 2017 წლის 02 ივნისიდან იწყებს პირდაპირი რეგულარული ჩარტერული რეისების განხორციელებას მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით, რუსეთის გამყვანი ოპერატორ „RUSTOUR“-თან ერთად. ფრენები აღნიშნული კომპანიის მიერ პირველად ბათუმის აეროპორტის ისტორიაში განხორციელდება "BOEING-737"-ით. დასასხდომი ადგილების რაოდენობა შეადგენს 170-ს. საქართველოში მიმღებ კომპანიას წარმოადგენს "აჭარა ტური", ლიდერი ტუროპერატორი საქართველოს ტურისტულ ბაზარზე , რომელიც ტურიზმის, კურორტების, დასვენების, ზეიმების, სემინარების მომზადებისა და საქმიანი მომსახურების სფეროში კომპანიებისა და ბიზნესმენთათვის უზრუნველყოფს უნიკალური მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს.

«Nord Star Airline» ავია ფრენების პროგრამა დაგეგმილია 02.06.17 – 22.09.17 პერიოდისათვის, ფრენის სიხშირე 2-ჯერ კვირაში, ორშაბათს 1330 და პარასკევს 1330.

ავიაკომპანია გადაიყვანს ტურისტებს მოსკოვიდან საქართველოში და უკან, რათა ისინი გაეცნონ საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მენკვიდრეობას.

.