აჭარა ტური საუდის არაბეთში ტურისტულ შეხვედრაზე

7 მარტი 2018

საუდის არაბეთის ტურისტული კომპანიები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდნენ, რის საფუძველზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო.

ღონისძიებას საუდის არაბეთის 40 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. პრეზენტაციის შემდეგ, ქართველმა ტუროპერატორებმა ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. მათ შორის აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა აჭარა ტურის დირექტორი ირაკლი თავართქილაძე.

საქართველოს ტურისტული მიმართულება საუდის არაბეთში სულ უფრო პოპულარული ხდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოს 60 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 165%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.