Under Construction

ტურები საზღვარგარეთ

  • 17-19 აგვისტო 
  • 2 ღამე / 3 დღე 
  •  

"კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანისთვის" - ილია II (სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი)

 

I დღე

  • ბათუმი - სარფი (საბაჟო) - კაბადოკია
  • 19:00 - შეკრების ადგილი საბაგიროსთან
  • 19:30 - გასვლა სარფის საბაჟოს მიმართულებით
  • (საბაჟო პროცედურები დაახლოებით 1 საათი)
  • საბაჟო პროცედურების შემდგომ ჩასხდომა ავტობუსში (საბაჟოზე გადასვლის შემდგომ ჩასხდომა განხორციელდება სხვა კომფორტულ ტურისტულ ავტობუსში) და გამგზავრება კაბადოკიის მიმართულებით (12-14 საათი მგზავრობა)

 

II დღე

  • დილით 09:00 საათზე სასტუმროში შესვლა (საუზმე, მოწესრიგება, მცირედი დასვენება) და 10:00 საათზე ჩვენი მოგზაურობა იწყება ფაშაბაღში მოგზაურობით
  • ფაშაბაღს სხვანაირად ბერების ხეობას უწოდებენ. ეს კომპლექსი განთქმულია ფანტასტიური ხედებით და პეიზაჟებით. შემდეგ გასვლა გორემეში - გორემეს ხეობაში უმნიშვნელოვანესი სანახაობაა გორემეს «ღია ცის ქვეშ» მუზეუმი, რომლის ყველაზე მთავარი, გამორჩეული ძეგლებია: ბნელი ეკლესია, ვაშლის ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვ. ამ რეგიონში მოგზაურობისას პილიგრიმს განსაკუთრებული ემოცია ტოკალის ეკლესიის ხილვისას უჩნდება. ტაძრის შესასვლელში დამთვალიერებლის ყურადღებას ღვთისმშობლის შედარებით დაზიანებული ფრესკა იქცევს, რომელიც 1994 წელს “შენ ხარ ვენახის” ხატის სახელით არის ცნობილი.
  • ლანჩი - რესტორანში (ორთაჰისარში)
  • ლანჩის შემდგომ ვაგრძელებთ ექსკურსიას... მოვინახულებთ გუვერჩინლიკის ხეობას. შემდეგი ვიზიტი გვაქვს უჩჰისარში სადაც დავათვალიერებთ ონიქსის ტრადიციულ ნაკეთობებს. დღის დასასრულს ვბრუნდებით სასტუმროში (ვახშამი)

 

III დღე

  • 07:00 საათზე - საუზმე.
  • საუზმის შემდეგ 08:00 საათზე ვაგრძელებთ შთამბეჭდავ მოგზაურობას გორეში, სადაც თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ლადშაფტები (ფოტოების გადაღება) შემდეგ მოვინახულებთ კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქს, გავისეირნებთ იჰლარას ხეობაში.
  • ლანჩი - რესტორანში (იჰლარას ხეობაში)
  • უკან დაბრუნებისას უჩისარზე ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი სასიამოვნო "ტკბილი ვიზიტი", დავაგემოვნებთ თურქულ ტკბილეულობას. მოვინახულებთ ფერიბაჯალარის ბუნებრივი ქვის სვეტების ველს.
  • საღამოს ვახშამი სასტუმროში. ვახშმის შემდგომ «თურქული საღამოები» რომელიც ტარდება კლდეში ნაკვეთ რესტორანში. აქ შეგიძლიათ მიირთვათ შეუზღუდავად ადგილობრივი სასმელები.

 

IV დღე

  • 07:00 საათზე საუზმე, საუზმის შემდგომ მომზადება და გამომგზავრება სარფის მიმართულებით. ავტობუსიდან შეგიძლიათ დატკბეთ არაჩვეულებრივი ხედებით: კაბადოკია-ოზგატი-ჩორუმი-სამსუნი-ორდუ-ტრაბზონი-რიზე-სარფი-ბათუმი
  • გზად შოპინგი
  • დაახლოებით 22:30 სთ. ჩამოსვლა საწყის დანიშნულების ადგილას ბათუმში გისურვებთ არაჩვეულებრივ მოგზაურობას!
  • ჩვენი პროფესიონალი გუნდი მუდმივად ზრუნავს მიიღოთ მაქსიმუმი ჩვენი მოგზაურობებიდან!

ღირებულება

169 USD

  • სახელი

  • ელ-ფოსტა

  • ტელ

  • Adult

  • Children

  • შეტყობინება