ტურები იმერეთში

  •  
  • 1 დღე 
  •  

ერთდღიანი ტური იმერეთში: ბათუმი-ქუთაისი-პრომეთეს მღვიმე-გელათის მონასტერი-ბაგრატის ტაძარი-ბათუმი


გასვლის ადგილი:
ბათუმი



ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:

  • პრომეთეს მღვიმეს - სადაც ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს ან მოინახულებთ სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს, რომლის ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით. ნაკრძალი შეიცავს კარსტრულ მღვიმეს,დინოზავრების 200-მდე ნაკვალევს და ბიოსპელეოლოგიური მუზეუმს.
  • გელათის მონასტერს - რომლის მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით. ამ პერიოდში დაარსდა გელათში მონასტერი და აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზოვნების კერა. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
  • ბაგრატის ტაძარს - ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში.ბაგრატის ტაძარი ერის ერთიანობის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.
  • მოწამეთას მონასტერს - რომელიც ულამაზეს ხატადაა ჩაწერილი მდინარე წყალწითელას ხეობაში. მონასტერი დაარსებულია VIII საუკუნის პირველ ნახევარში არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ძმების, არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინეს უკვდავსაყოფად. ქართულმა ეკლესიამ ძმები წმინდანებად შერაცხა, მათი ნეშთი ამჟამად მონასტრის ეკლესიაშია დასვენებული.


ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
  • კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
  • ლანჩი ტრადიციულ ქართულ რესტორანში
  • შესასვლელი ბილეთები


ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:

  • თავისუფალი დრო
  • კარგი განწყობა
  • ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისათვის, რათა ტურში მონაწილეობას იღებს 15-17 ადამიანი



დაგვიკავშირდით ახლა ან დაჯავშნეთ ონლაინში


ღირებულება

55 ლ. ₾

  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *