ტურები სამეგრელოში

  •  
  • 2 დღე 
  •  

ორდღიანი ტური სამეგრელოში: ბათუმი-კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი-ფოთი-ზუგდიდი-მარტვილი-სალხინო

 


გასვლის ადგილი: ბათუმი



ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:


დღე 1 : ბათუმი-კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი-პალიასტომი-დადიანების სასახლე-ზუგდიდი-ფოთის საკათედრო ტაძარი.

  • კოლხეთის ეროვნულ ნაკრძალს, სადაც თქვენ დატკბებით ზღაპრული სილამაზის ხედებითა და შემოდგომის ფერებით. საქართველოში ერთადერთი "მღელვარე" პალიასტომის ტბა, ტურის მანძილზე თქვენ შეძლებთ პონტონის ტიპის ნავით გასეირნებას პალიასტომის ტბაზე. მარშრუტი იწყება პალიასტომის ტბის შესასვლელიდან. ვიზიტორები დაათვალიერებენ პალიასტომის ტბის ნაპირების ულამაზეს პეიზაჟებს, ლელქაშის მაღალ გაუვალ რაყებს, მეორად ნოტიო მდელოებს, სამეფო გვიმრების ხშირ საფარს. სათვალთვალო კოშკიდან შესაძლებელია რაყებში თავშეფარებულ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, რომელთაგან ზოგიერთი იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნში.
  • პიკნიკი.
  • დადიანების სასახლეს - ულამაზესი ნაგებობა თავისი არქიტექტურული სიძველეებით, სადაც ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები.ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი.
  • ფოთის საკათედრო ტაძარს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ბიზანტიური სტილის ტაძარია.
  • ქალაქ ფოთს, შეძლებთ ნახოთ თუ საიდან შემოვიდნენ იაზონი და მისი არგონავტები და ფეხბურთი საქართველოში.
  • ღამისთევა მალტაყვა.


დღე 2 : მალტაყვა-ნოქალაქევი-გოგირდის წყლები-მარტვილის კანიონი-დადიანების საზაფხულო რეზიდენცია-ბათუმი

  • ნოქალაქევის ციხე-გოჯს (პირდ. მნიშვ. "ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა") - ადგილი სადაც მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.
  • ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმს.
  • გოგირდის თერმულ წყლებს, სადაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ გოგირდის აბაზანები
  • მარტვილის კანიონს - უნიკალური და ულამაზესი ადგილია, რომელსაც მთელს კავკასიაში ანალოგი არ აქვს. კანიონინს კედლებზე მეცნიერებმა პრე-ისტორიულო ცხოველების ნაკვალევი აღმოაჩინეს. დღესდღეობით ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია ნავით გასეირნება და უნიკალური ბუნების დათვალიერება.
  • პიკნიკი.
  • დადიანების საზაფხულო რეზიდენციას, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებით და რომელსაც ქვევრის სასახლესაც ეძახდნენ.



ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
  • კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
  • შესასვლელი ბილეთები
  • ღამისთევა სასტუმროში საუზმით და ვახშამით
  • 2 ლანჩის საფასური
  • პალიასტომზე ნავით გასეირნების საფასური


ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • კანიონში ნავით გასეირნების საფასური



დაგვიკავშირდით ახლა ან დაჯავშნეთ ონლაინში


  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *