კურორტზე მოქმედებს 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო "საირმე", რომელიც შესაბამისი კლასიფიკაციით მსოფლიოს სტანდარტებს პასუხობს. ნომრები კომფორტული და მყუდროა. აღჭურვილია პლაზმური ტელევიზორით, მინიბარით, სწრაფი ინტერნეტითა და თანამედროვე აქსესუარებით, რაც სასტუმროს ინტერიერს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. რაცმთავარია, ფასი მაქსიმალურადაა მორგებული დამსვენებლის ინტერესს. ყველა ნომერში არის ტელეფონი, საკაბელო ტელევიზია და ყველა ოთახი აღჭურვილია სახანძრო საგანგაშო სისტემით. სასტუმრო 150 ნომრისგან შედგება და გათვლილია 390 დამსვენებელზე. ზოგადად კურორტს ერთდროულად 800 დამსვენებლის მიღება შეუძლია. სასტუმროსთან აგრეთვე მოწყობილია ბიუვეტები - ადგილი, სადაც დამსვენებლებს აქვთ საირმის უნიკალური თვისებების მქონე მინერალური წყლის დაგემოვნების საშუალება. სასტუმრო კომპლექსს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება გამოცდილი, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ასევე მოწყობილია სტომატოლოგიური, სადიაგნოსტიკო კაბინეტები და ლაბორატორია.
სასტუმროები
ღირებულება
54 $-დან ₾