ავტობუსის ბილეთები

კომპანია მეტრო ჯორჯია დაარსდა 2014 წელს ქართული ინვესტიციებით და ადგილობრივი ბიზნესმენების უშუალო ძალისხმევით. მეტრო ჯორჯია არის საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის METRO-ს პარტნიორი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.

.

მეტრო ჯორჯია პირველ ეტაპზე ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე შემოვიდა 8 ახალი ავტობუსით, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას ბათუმი-თბილისის მიმართულებით. განვითარების მეორე ფაზა მოიცავს ახალი მიმართულებების დამატებას, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვადასვა ქალაქებში. მეტრო ჯორჯიას უკვე გადაჰყავს მგზავრები თურქეთის 10-მდე დიდ ქალაქში.

.

ჩვენი ოპერატორების დახმარებით შეგიძლიათ დააზუსტოთ გრაფიკი, შეარჩიოთ ან იყიდოთ ავტობუსის ბილეთები თქვენს მიერ შერჩეულ რეისებზე.