Under Construction

კურორტები საქართველოში

  •  
  •  
  •  

კურორტი ბორჯომი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 810-850 მ სიმაღლეზე; იგი დაბალმთიან კურორტთა ჯგუფს მიეკუთვნება. ხეობას თითქმის ყოველი მხრიდან ესაზღვრება წიწვოვანი და შერეულფოთლოვანი ტყეებით დაფარული მთები. კურორტის მოსაზღვრე ზოგიერთი მთის სიმაღლე 3000 მ-ს აღწევს.

ხეობა დაცულია ძლიერი ატმოსფერული დინებათა შემოჭრისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისაგან. ამასთანავე, აქ საუკეთესო პირობებია ჰაერის ბუნებრივი ვენტილაციისათვის. ბორჯომში უმეტესად მშრალი, უღრუბლო და უნალექო ამინდია. მას ახასიათებს დაბალმთიანი ზონის თბილი, ზომიერად ტენიანი კლიმატი.

ბორჯომი ცნობილია მისი სამკურნალო მინერალური წყლით, რომელსაც დადებითი ეფექტი აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებისათვის. ქიმიური შემადგენლობით მინერალური წყლები მიეკუთნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ, ნატრიუმიან წყლებს, ძირითადად გამოიყენება სასმელ-სამკურნალოდ, სააბაზანო პროცედურებისთვის. ინჰალაციის, კუჭის და ნაწლავების გამოსარეცხად, ხოლო არაკურორტის პირობებში როგორც სამკურნალო სუფრის წყალი.კურორტის სხვა სამკურნალო საშუალებებია კლიმატოთერაპია. აქ სეზონი მთელი წელია, თუმცა კლიმატოთერაპიული თვალსაზრისით საუკეთესო დროა ივნისი-ოქტომბერი. სანატორიუმებში ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასქესო ორგანოების,ღვიძლის, ნაღველსადენი და საშარდე გზების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობა.

ბორჯომში არის სახელგანთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს №1 საექსპორტო პროდუქციაა. ბორჯომთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო ცენტრი ბაკურიანი, ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, ახალდაბა და ტაბაწყური.


  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *