საუკეთესო დიზაინის მქონე ბარები და რესტორნები მსოფლიოში

31 ივლისი 2019

მეგობრებთან ერთად გარეთ გასვლა და ბარსა თუ რესტორანში დროის გატარება ხომ დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ყოფნა იქ, სადაც გარემო უზომოდ დახვეწილი და ლამაზია, გაცილებით სასიამოვნოა.

გთავაზობთ იმ ბარებს, რესტორნებსა თუ კაფეებს, რომლებიც გამოირჩევიან საინტერესო და ულამაზესი დიზაინებით.

Topolopompo - მისტიკური ატმოსფეროა, არა? ეს ულამაზესი ბარი ისრაელში მდებარეობს.

და რადგან მისტიკური ატმოსფერო ვახსენეთ, შეცდომა იქნება ბულგარეთში არსებული ეს ბარი, სახელად Night flight რომ არ იხილოთ. აქაური ფერები და გარემო სტუმრებში უამრავსა და განსხვავებულ გრძნობას აღძრავს.

ეს საოცრება კი ტაილანდში მდებარეობს! დიახ, ხის რესტორანი, რომელიც გვაჩვენებს რატომ არის კარგი იყო ახლოს ბუნებასთან! ეს უჩვეულო, მაგრამ ლამაზი გარემო კიდევ უფრო იდეალური ხდება უგემრიელესი კერძების თანხლებით.

იტალიაში მოგზაურობისას ეს რესტორანი ერთ-ერთია იმ მრავალი ადგილიდან, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ! თუმცა, გირჩევთ, რომ აქაურობას მხოლოდ და მხოლოდ მზიან ამინდში ესტუმროთ, რადგან წვიმის დროს ეს რესტორანი იკეტება. აქ ყოფნისას მარტივად აღმოაჩენთ, თუ როგორ შეუძლია მღელვარე ტალღებს თქვენი განწყობის ამაღლება.

Ithaa Undersea Restaurant, მალდივის კუნძულებზე მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინის მქონე რესტორანია. ისადილებდით სხვადასხვა თევზების, ან იქნებ ვეშაპების თანდასწრებითაც კი? დამშვიდდით, იქაური კომფორტული ხის მაგიდები და სკამები თავს წარმოუდგენლად მშვიდად გაგრძნობინებენ.

ეს კი ჩინური რესტორანი Shard-ია, რომელიც ლონდონში მდებარეობს. უნიკალური დიზაინი და განათებები ის ორი კომპონენტია, რაც სტუმრებს იქ დიდი ხნით დარჩენის სურვილს აღუძრავს.

მექსიკაში არსებულ ამ რესტორანში ხშირად იხდიან ქორწილებს, ან უბრალოდ სხვადასხვა მნიშვნელოვან დღეს აღნიშნავენ. ულამაზესი ხედები, სიახლოვე წყნარ ოკეანესთან და ძალიან გემრიელი ზღვის პროდუქტები აქაურობას უბრალოდ იდეალურს ხდის!

W Guangzhou Fei, ჩინეთი - საოცარი დიზაინისა და არქიტექტურის მქონე ადგილია! აქ ნებისმიერი ტიპის ადამიანმა შეიძლება იპოვოს თავისთვის განკუთვნილი ადგილი, რადგან დიდი სივრცე და რესტორნის მრავალფეროვნება, სტუმრებს იდეალურ საშუალებას აძლევს იმისთვის, რომ აირჩიოს ის მაგიდა, რომელიც მის განწყობა-ხასიათს შეეფერება.

და თქვენ სად წახვიდოდით მეგობრებთან ერთად?

წყარო: delightfull.eu & bestpickr.com