საუკეთესო წყალქვეშა პარკები

20 ოქტომბერი 2019

თუ გიყვართ დაივინგი, გაინტერესებთ წყალქვეშა პარკები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოცდილებები, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა! აქ არამხოლოდ პარკებს, არამედ გამორჩეულ წყალქვეშა ადგილებსაც აღმოაჩენთ.

ფოტო: Flickr

წყალქვეშა ქანდაკებების პარკი, გრენადა, ესპანეთი – 2006 წელს შექმნილი ეს პარკი გამორჩეულია იქ არსებული ქანდაკებებით. აღსანიშნავია, რომ წყლის ბინადრები ამ ადგილს ძალიან ხშირად სტუმრობენ, რაც პარკს კიდევ უფრო მშვენიერს ხდის.

ფოტო: Carole Raddato/Flickr

არქეოლოგიური წყალქვეშა პარკი, ისრაელი – Caeasarea- ს ეროვნულ პარკში მდებარე ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა ისტორიის მოყვარულთათვის და არამხოლოდ! აქ თქვენ წყალგაუმტარ რუკებს მოგაწვდიან, რომელთ წყალობითაც უამრავ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ წყალქვეშ. გარდა ამისა, აქ თქვენ იპოვით ჩაძირულ გემებს, ნავებს თუ სხვ.

ფოტო: Ed Ralph/Flickr

წყალქვეშ ხომ არ მოგეწონებოდათ ვახშამი? მალდივის კუნძულები ამის შესაძლებლობასაც მოგცემთ! ეწვიეთ Conrad Maldives Rangali Island hotel–ს და გამოსცადეთ ეს დაუვიწყარი რამ. გარდა იმისა, რომ აქ საოცარი და ამაღელვებელი ხედებით დატკბებით, უგემრიელეს კერძებსაც დააგემოვნებთ, რაც აქაურობას თქვენს გულში სამუდამო, შეუცვლელ ადგილს მიუჩენს.

ატლანტისი, დუბაი – ამ სასტუმროში თქვენ შეგიძლიათ წყალქვეშა ნომერი იქირავოთ, საიდანაც თვალწარმტაცი ხედები გადაგეშლებათ.

ფოტო: Alamy

წყალქვეშა ქანდაკებების მუზეუმი კანკუნში, მექსიკაში – ეს ულამაზესი მუზეუმი რომ არ შევიყვანოთ ჩვენს სიაში უბრალოდ დიდი დანაშაული იქნება! აქ არსებული 400–მდე ქანდაკება წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.

აბა, მზად ხართ გაეშუროთ წყალქვეშა მოგზაურობაში?

წყარო: Theculturetrip & Cntraveler.com