წესები, რომლებიც Oktoberfest-ზე ყოფნისას უნდა გაითვალისწინოთ

17 სექტემბერი 2019

Oktoberfest - ყოველწლიური სახალხო დღესასწაულია მიუნხენში, გერმანიაში. ფესტივალი დაახლოებით 16-18 დღის განმავლობაში გრძელდება და აღსანიშნავია, რომ მას ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი ესწრება. ხოლო თუ იქ წასვლას თქვენც გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რამდენიმე წესი:

პირველ რიგში, შეარჩიეთ სწორი დრო ვიზიტისთვის, რადგან ფესტივალი სამ ნაწილად იყოფა, აუცილებელია იცოდეთ, რა მოხდება თითოეულ პერიოდში.

პირველი კვირა - გახსნის ცერემონია და ტრადიციული სამოსების დროა.

მეორეს იტალიურ კვირასაც უწოდებენ, რადგან სწორედ ამ პერიოდში სტუმრობს უამრავი იტალიელი ოქტობერფესტს.

ხოლო მესამე კი - დასასრულის კვირა და დახურვის ცერემონიალია.

ფოტო: Pinterest

სანამ ფესტივალზე მიხვიდოდეთ, დარწმუნდით, რომ შესაბამისად გაცვიათ. კარგი იქნება თუ ტრადიციულ ბავარიულ სამოსს მოირგებთ, რადგან ჩაცმულობა ამ ფესტივალის ერთ-ერთი ნათელი წერტილია. გარდა ამისა, აუცილებლად ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი, რადგან სავარაუდოა, რომ საკმაოდ ბევრი სიარული მოგიწევთ!

ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ აქ ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ პატარა, მხარზე გადასაკიდი ჩანთების ტარება.

რაც შეეხება თავად დღესასწაულს, აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე შესვლა უფასოა, თქვენ მხოლოდ და მხოლოდ საჭმელ-სასმელის, სუვენირებისა თუ სხვა რამეებისთვის იხდით ფულს.

შეეცადეთ, რომ ფესტივალზე ცოტათი ადრე მიხვიდეთ, რადგან შესაძლებელია შემდეგ თავისუფალი მაგიდები ვეღარ იპოვოთ.

კარგად დაათვალიერეთ იქ არსებული კარვები, ისინი სულ 14 ცალია, თითოეული მათგანი კი განსხვავებულ თავგადასავალსა და გემოს გპირდებათ.

იქონიეთ ნაღდი ფული, მინიმუმ 80 ევრო დღეში იდეალური ვარიანტია. აქ ლუდი საშუალოდ 11 ევრო ღირს.

კარვების უმეტესობაში საჭმლის დაგემოვნებაცაა შესაძლებელი, ამიტომ აუცილებლად დაუთმეთ ცოტაოდენი დრო ადგილობრივ სამზარეულოსაც.

აუცილებლად შეიძინეთ სუვენირები და ჩაერთეთ სხვადასხვა აქტივობებში.

ფოტო: Thecrazytourist.com

და ბოლოს, დაუთმეთ რამდენიმე დღე მიუნხენს და კარგად მოინახულეთ ეს ულამაზესი ქალაქი.

წყარო: Ashleyabroad.com