აჭარა ტური - 2018 წლის საუკეთესო ტურისტული კომპანია

24 დეკემბერი 2018

2018 წლის 24 დეკემბერს ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტურისტული ობიექტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რის შედეგადაც აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდა. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ აჭარა ტურმა 2018 წლის საუკეთესო ტურისტული კომპანიის ტიტული მოიპოვა.

მადლობა ჩვენს ყველა კოლეგას, რომელთა პროფესიონალიზმის და თავდადების გარეშე რთულია იყო რეგიონის საუკეთესო ტურისტული კომპანია.