უცნაური ტრადიციები მსოფლიოში

22 ივლისი 2018

მოგზაურობა ბევრი რამის, მათ შორის, უპირველესად საკუთარი თავის, ხოლო შემდეგ, განსხვავებული კულტურების, ულამაზესი თუ უჩვეულო ხედების, დიდებული და უცნაური არქიტექტურული შედევრებისა თუ სხვა უამრავი რამის აღმოჩენაში გვეხმარება, მაგრამ ამის გამო არ უნდა იფიქროთ, რომ თითქოს სხვა ყველაფერი ჩვეულებრივადაა და ამა თუ იმ ქვეყნის სხვადასხვა უცნაურ ტრადიციაზე ვერაფერს შეიტყობთ, რადგან მსგავსი რაღაცები ყოველ მათგანს ახასიათებს, უბრალოდ რამდენიმე მათგანი გაცილებით უფრო უცნაურია, ვიდრე სხვა დანარჩენები.

მაგალითად, ესპანელთა ერთ-ერთი ტრადიცია El Colacho, რომელსაც ყოველწლიური ხასიათი აქვს და სადაც წითელ-ყვითელ სამოსში გამოწყობილი მამაკაცები დემონების როლებს ასრულებენ და მატრასებზე დაწვენილ იმ ბავშვებს ახტებიან, რომლებიც მიმდინარე წელს დაიბადნენ, საკმაოდ უცნაურად ჟღერს, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ სწამთ, რომ ისინი ამ რიტუალით ბავშვებს თავდაპირველი ცოდვისგან განწმენდენ და ყოველგვარ ბოროტებას აარიდებენ თავიდან.

სამხრეთ კორეაში კი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ წითელი კალმებით წერას თავი აარიდონ, რადგან მათ ისტორიასა და კულტურაზე დაყრდნობით, ცნობილი ფაქტია, რომ ადრე, კორეელები წითლად მხოლოდ და მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანების სახელებს წერდნენ.

ქათმების ორთაბრძოლა ასე თუ ისე, საკმაოდ ცნობილია, მაგრამ გსმენიათ აქლემთა ორთაბრძოლაზე თურქეთში? დიახ, ხალხს ძალიან უყვარს მისი ხილვა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ორთაბრძოლაში ცხოველები არანაირ დაზიანებას ღებულობენ, ადამიანებს მაინც არ აქვთ უფლება, მათ პაექრობას ახლოდან ადევნონ თვალი, რადგან ცხოველებს ამ დროს უბრალოდ აუტანელი სუნი აქვთ.

ახლა კი, თურქეთიდან ინდონეზიაში გადავინაცვლოთ, სადაც თითის მოჭრის ტრადიცია იყო დამკვიდრებული. რატომ ან რისთვის? პასუხი ერთია, როდესაც მდედრობით სქესს მეორე ნახევარი გარდაეცვლებოდა, ის თავისი ტკივილისა და სევდის გამოსახატად თითს იჭრიდა, ახლა ეს წესი ნელ-ნელა დავიწყების გზას მიუყვება.

და ბოლოს, ყველაზე უცნაური - დაკრძალვის ცერემონიალი ბრაზილიასა და ვენესუელაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია ზემოთაღნიშნულ ქვეყნებში დიდი პოპულარულობით არ სარგებლობს, ის მაინც საკმაოდ უცნაურია, რადგან გარდაცვლილი ადამიანის სხეულის დაწვის შემდეგ, მისი ძვლებსა და ფერფლს წვნიანში ურევენ, ამ წვნიანს კი ცერემონიალზე მოსული სტუმრები მიირთმევენ და მიაჩნიათ, რომ ამით გარდაცვლილის სულს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებენ, რადგან გარდაცვლილი მათ სხეულში სიმშვიდეს პოულობს.

წყარო: Listaka.com & Garfos.com