კურორტები საქართველოში

  •  
  •  
  •  

საირმე - ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მ, ბაღდათიდან 25 კმ. ჰავა რბილია. იცის მცირეთოვლიანიზამთარი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 1,0 C) და ზომიერად თბილი ზაფხული (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0 C). ნალექების რაოდენობა 900 მმ წელიწადში.

სამკურნალო ფაქტორია "ნარზანის" ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი (წყარო №1 და №3) და "ბორჯომის" ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი (ბურღილი №4 და №5) მინერალური წყალი "საირმე". საირმეში არის სანატორიუმი, დასასვენებელი და საკურორტო პოლიკლინიკა.


მინერალური წყაროები

ბალნეოლოგიური კუროტ საირმის მინერალური და თერმული წყაროების სამკურნალო თვისებები ჯერკიდევ მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი. წყაროები კურორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წყაროდ გადმოედინება. ისინი ქიმიური შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ჩატარებული ქიმიური ანალიზის შემდეგ წყაროები დაინომრა, მკვეთრად განისაზღვრა თითოეული მათგანის უნიკალურობა და სამკურნალო შესაძლებლობები, აშენდა თანამედროვე ტიპის ბიუვეტები, რაც კომფორტულს ხდის დამსვენებლისათვის სამკურნალო წყაროების მიღებისა და სწორი დოზირების განსაზღვრის პროცესს.


საკურორტო პოლიკლინიკა

კურორტზე ფუნქციონირებს სადღეღამისო საკურორტო პოლიკლინიკა, კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აპარატურით, ფუნქციონირებს ულტრასონოგრაფიის კაბინეტი, აფთიაქი, კლინიკაში განთავსებულია უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური და თერაპიული კაბინეტები სადაც მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში უწევენ მომსახურეობას პაციენტებს.


სარეაბილიტაციო ცენტრი

თერმული წყარო მიწიდან 1500 მეტრის სიღმიდან ამოედინება და მისი ტემპერატურა 430 შეადგენს. საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტისადა გერმანელი სპეციალისტების მიერ დადგენილია,რომსაირმის თერმულიწყალიხასიათდებამაღალითერაპიული ეფექტურობით როგორც გარეგანი გამოყენებისას აბაზანების სახით-საყრდენ მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიულნერვულსისტემის, დერმატოლოგიური დაგინეკოლოგიურ დაავადებათა დროს,ასევეშინაგანიგამოყენებისას - საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების დროს. ცენტრი უნიკალურია როგორც აღჭურვილობით ასევე იმ თერმული წყლის ქიმიური შემადგენლობით რომლის გამოყენებითაც ტარდება პროცედურები,წყალი არ შეიცავს როდონს. ზოგადად ცენტრი პირველია საქართველოში თავისი უნიკალური შესაძლებლობებით ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ანალოგიური კურორტების პირველ ხუთეულში გვევლინება.


სასტუმროები:

  • საირმე 3* - 54 $-დან
  • იმერეთი - 35 $-დან
  • უდაბნო - 30 $-დან



გასართობი ცენტრი:

  • სამი საბავშვო მოედანი
  • ბილიარდი
  • ჭადრაკი, ნარდი
  • კომპიუტერული თამაშები
  • ტირი
  • ბატუტი
  • ველოსიპედი
  • მაგიდის ჩოგბურთი


სეზონი: მაისი-ნოემბერი.


  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *