2019 წლის გაზაფხულის მუსიკალური ფესტივალები

5 თებერვალი 2019

სულ მალე გაზაფხული თამამად შემოაბიჯებს და მოსვლას გვაცნობებს. მასთან ერთად კი, ახალ–ახალი ფესტივალებიც გვეწვევიან, რომელთა სიასაც ჩვენ გაგაცნობთ.

მაშ ასე:

ისლანდია, Sonar Reykjavik – ეს ფესტივალი Harpa Concert Hall-ში ჩატარდება და გარდა იმისა, რომ აქ დაგხვდებათ კარგი მუსიკა და შეძლებთ კარგად გაერთოთ, შესაძლებლობა გექნებათ დატკბეთ ამ შენობის გამორჩეულად ლამაზი არქიტექტურითაც.

ავსტრია, Snowbombing - გიყვართ თოვლი და ამავდროულად მუსიკაც? მაშინ, აუცილებლად უნდა გაეშუროთ ავსტრიაში აპრილის თვეში, რადგან ადგილობრივები ამ ორი სრულიად განსხვავებული საგნის შერწყმას 2000 წლიდან იდეალურად ახერხებენ. გუნდაობა დღისით, ხოლო გვიან კი ხმამაღალი მუსიკა და ცეკვა, ეს ის არის, რასაც ავსტრია 8 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით გპირდებათ.

მალტა, Lost & Found Festival - თუმცა, თუ თქვენ თოვლი არ გიყვართ და მუსიკისკენ მიილტვით, მაშინ მალტა ნამდვილად იდეალური არჩევანია. ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე დასწრება კი 3 დღის განმავლობაში, 2–დან 5 მაისის ჩათვლით შეგეძლებათ.

საფრანგეთი, Nuits Sonores - ამ ფესტივალ საფრანგეთი უკვე 10 წელზე მეტია მასპინძლობს და აღსანიშნავია, რომ ის წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. გარდა ელექტრონული მუსიკისა, აქ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დატკბეთ თანამედროვე ხელოვნებითა და გრაფიკული დიზაინით.

ინგლისი, The great escape – 450 შემსრულებელი და მუსიკის 3 დღე პლაჟზე! დიახ, ეს ფესტივალი ლონდონში, ბრაიტონში გელოდებათ და წინ საინტერესო თავგადასავლებსაც გიმზადებთ. ფესტივალის ჩატარების თარიღია 9 – 11 მაისი.

რას იტყვით, რომელ ფესტივალს უნდა დაესწროთ?

წყარო: Redseason.com