ადგილები, სადაც უნდა გაატაროთ თქვენი დაუვიწყარი თაფლობისთვე
გეგმავთ თაფლობისთვეს, მაგრამ არ იცით, სად? მაშინ, ეს სტატია თქვენთვისაა, რადგან აქ გაეცნობით საუკეთესო ადგილებს თქვენი დაუვიწყარი დროის გასატარებლად.

ამალფის სანაპირო, იტალია – ამ ფოტოთიც მიხვდებით, თუ როგორი თვალწარმტაცი, რომანტიკული და საოცარია აქაურობა.

ბუენოს–აირესი, არგენტინა – სიცოცხლით სავსე და გამორჩეული ქალაქი, განსხვავებულ თავგადასავალს გპირდებათ. აღსანიშნავია აქაური ღამის ცხოვრება და ადგილობრივი ცეკვები, რომლებშიც აუცილებლად უნდა ჩაერთოთ. აღსანიშნავია, რომ ცეკვა ტანგო სწორედ ბუენოს–აირესში ჩაისახა.

კოპენჰაგენი, დანია – ეს ქალაქი მათთვისაა, ვისაც არ უყვარს ძალიან დიდი ქალაქები და განსაკუთრებით ხიბლავს პატარა ქალაქების სილამაზე და სიმარტივე.

ფოტო: Discovergreece

კომპორტა, პორტუგალია – ლისბონიდან 1 საათის სავალზე მდებარე ეს სოფელი, თავისი ქვიშიანი სანაპიროთი ულამაზეს სანახაობასა და დაუვიწყარ დროს გპირდებათ.

ფოტო: Thecrazytourist
გრანადა, ესპანეთი – აქაურობას განსაკუთრებით გამოარჩევს ესთეთიკური გარემო და ლამაზი ხედები. ასე რომ, თუ პორტუგალიაში იმოგზაურებთ, ესპანეთსაც აუცილებლად ეწვიეთ.

და ბოლოს პრაღა, ჩეხეთი – ავთენტიკური და ულამაზესი ქალაქი, რომელიც თავის სტუმრებს უამრავ საინტერესო სანახაობასა და ღირსშესანიშნაობას ჰპირდება – იდეალურია თქვენი თაფლობისთვის გასატარებლად.
წყარო: brides.com