გაიცანით ყველაზე უცნაური ნაგებობები ევროპაში
არქიტექტურა ხშირად იმსახურებს ადამიანების აღტაცებას და სიმართლე ითქვას, ღირსეულად, რადგან შენობის იდეალურად შეხამება ქალაქის სტილთან და ქუჩასთან მართლაც ნამდვილი ხელოვნებაა. თუმცა, არსებობს უცნაური სახის ნაგებობებიც, რომლებიც შეიძლება ტიპიურსა და ყველასათვის ნაცნობ სტილს არ განეკუთვნებიან, მაგრამ მაინც დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ. და თუ გაინტერესებთ სად წააწყდებით მსგავს შენობებს ევროპაში, მაშინ, აუცილებლად განაგრძეთ ამ სტატიის კითხვა.

თავდაყირა სახლი - ეს უჩვეულო ნაგებობა ზაკოპანეში, პოლონეთში მდებარეობს და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. ამ ადგილის სტუმრობა ერთი დიდი უცნაური თავგადასავალია, რადგან აქ არსებულ ნივთებს ჩვეულებრივსა და ნაცნობ მდგომარეობაში ვერ იპოვით, რადგან ლოგიკურად, შიგნით ყველაფერი თავდაყირაა!

ჰალგრიმსკირკია, რეიკიავიკი, ისლანდია - გაიცანით ყველაზე მაღალი ეკლესია ისლანდიაში! თუ აქაურობას ეწვევით, გაგახარებთ და გეტყვით, რომ შეგეძლებათ ეკლესიის ყველაზე მაღალი წერტილიდან რეიკიავიკის ხედებით დატკბეთ.

ატომიუმი , ბრიუსელი - ეს საოცრად ლამაზი ქმნილება 1958 წელს აშენდა და უამრავი ვიზიტორის გულს იპყრობს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღლა მდებარე სფეროში რესტორანია განთავსებული.

მოცეკვავე სახლი, პრაღა - ჩეხეთში მდებარე ეს უცნაური ნაგებობა თავდაპირველად ხელოვნებასთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ მასში ბიზნესოფისები, ხოლო ბოლო სართულზე კი ფრანგული რესტორანი განათავსეს.

კუბური სახლები, როტერდამი, ნიდერლანდები - ძალიან ლამაზი, თუმცა უცნაურია, არა? მაგრამ, როგორ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ სახლებში ადამიანები ძალიან ჩვეულებრივად ცხოვრობენ. თუ როტერდამში მოხვდებით, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს და უბრალოდ დატკბით მათი გამორჩეულობით.

კუნსტჰაუსი - ამ ფოტოს შეხედვისას შესაძლოა მულტფილმებში არსებული უცნაური შენობები გაგახსენდეთ. და მაინც, სად მდებარეობს ეს საოცრება? კუნსტჰაუსს, რომელიც ხელოვნების მუზეუმია და რომელსაც რობოტის გულის ფორმა აქვს, ავსტრიაში, კონკრეტულად კი ქალაქ გრაცში აღმოაჩენთ.
წყარო:Getbybus.com