ყველაზე უცნაური მუზეუმები მსოფლიოში

12 დეკემბერი 2018

დაივიწყეთ ლუვრი, უფიცი ან სხვა ის მუზეუმი, რომელთა შესახებაც აქამდე გსმენიათ, რადგან ახლა, თქვენს წინაშე წარსდგებიან სრულიად განსხვავებული და ყველაზე უცნაური მუზეუმები.

The Momofuku Ando Instant Ramen Museum - იაპონიის ქალაქ ოსაკაში რამენის მუზეუმს შეხვდებით, სადაც იხილავთ კერძის განვითარების ამსახველ 800 შეფუთვას - არ გაინტერესებთ, როგორ იცვლებოდა ის წლების განმავლობაში?!

მუმიების მუზეუმი, გუანახუატო - თუ მექსიკაში ოჯახს გარდაცვლილის დასაკრძალავად გარკვეული სახსრები არ გააჩნდა, მაშინ, მიცვალებულის ცხედარს მიწაში არ დებდნენ, ასეთი სხეულები კი, ქალაქის კლიმატის გამო, ბუნებრივად მუმიფიცირდნენ და ახლა მათ მუზეუმში უჭირავთ ადგილი.

ფოტო : Olympus tours

უცნაურ მუზეუმებში კი შემდეგი ადგილი ისევ მექსიკის, ამჯერად კი ქალაქ კანკუნში მდებარე წყალქვეშა მუზეუმს უჭირავს - აქ ხუთასამდე სკულპტურის ნახვაა შესაძლებელი დაივინგით ან სხვადასხვა საშუალებებით.

ფოტო: Plumbworld blog

უნიტაზების მუზეუმი, ინდოეთი - აქ მოგზაურები შეხვდებიან უნიტაზების სახეებს ძველი წელთაღრიცხვის 2500 წლიდან - დღემდე, იქნება ეს მოოქროვილი სახის, შუა საუკუნეების თუ ცალკეული, გამორჩეული სტილის უნიტაზები.

ფოტო: Trusted Tours

ბოლოსთვის კი შემაძრწუნებელი, ანუ წამების მუზეუმი მოვიტოვეთ - ის ამსტერდამში მდებარეობს და სტუმრებს წარსულში, ევროპის ბნელ პერიოდში, დროში, სადაც უცხო არ იყო ადამიანების სიკვდილით დასჯა და მათი წამება - ამოგზაურებს. აქ იპოვით იმ ინსტრუმენტებს, რითიც სჯიდნენ ჯადოქრებს, პოლიტიკურ პატიმრებსა და სხვ.

წყარო: nationalgeographic.com