მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროები
მოგზაურთა მრავალი სახე არსებობს. მაგალითად, ზოგიერთ მათგანს მთები და სიმწვანე ხიბლავს, ნაწილს თანამედროვე და განვითარებული სამყარო, დანარჩენს კი - ზღვა, სანაპირო და მზე.
სწორედ ამ უკანასკნელის მოყვარულები ალბათ, ნამდვილად არ იტყოდნენ უარს მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროების სიის ნახვასა და შემდგომ, მათ „დალაშქვრაზე“, ამიტომ გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს სია, შემდეგ კი, ბარგი ჩაალაგოთ!

Eagle Beach, არუბა - ცის ულამაზესი ფერები, კერძოდ საღამოს კი, ვარდისფერი და იასამნისფერი, კარიბის ზღვა და უმშვენიერესი სანაპირო, ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ადგილია, თანაც, აღნიშნული ორი ფერი ხომ ყველაფერს განსაკუთრებულ ელფერს სძენს?! ამიტომ, თუ ზღვის, ფერების მოყვარული ხართ, ამ ადგილის არმონახულება უდიდესი დანაშაულია!
Cala mitjana, ესპანეთი - პატარა და ლამაზი ქვიშიანი სანაპირო, რომელიც გარშემორტყმულია კამკამა წყლით, თქვენს რელაქსაციაზე დიდებულად იზრუნებს, ამიტომ, აუცილებლად მოინახულეთ ეს პლაჟი!
Lanikaii beach, ჰავაი - სიტყვა ლანიკაი - ზეციურ ზღვას ნიშნავს, და აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი თავის სახელს, თავისი ჰაეროვანი ქვიშითა და კამკამა წყლით, ნამდვილად ამართლებს!

Boulders beach, სამხრეთ აფრიკა - პინგვინები სანაპიროზე? იდეალურია! კენჭიანი სანაპირო და ულამაზესი არსებები, თქვენს თავგადასავალს და ისტორიას განსხვავებულ ელფერს შეჰმატებენ, ამიტომ, დროა ახლავე გაეშუროთ სამხრეთ აფრიკისკენ.
Cala galoroitze, იტალია - ნუ იფიქრებთ, რომ სანაპიროზე ყოფნა აუცილებლად ხმაურთან, ან უამრავ ადამიანთან ასოცირდება, რადგან ამ პლაჟზე სიმშვიდე და სიწყნარეა. თავად ოკეანე კი, ნამდვილად მოგაჯადოვებთ.
Dhigurah Island, მალდივები - ამ ადგილას ყოფნისას თუ ისეთი შეგრძნება დაგეუფლათ, თითქოს სამოთხიდან ორ ნაბიჯზე ხართ, არ უნდა გაიკვირვოთ, რადგან, მართალი აღმოჩნდებით. კამკამა წყალი და ოკეანის საოცარი არსებები, ჰაეროვანი ქვიშა და მცხუნვარე მზე, ყველაფერია რაც თქვენ გესაჭიროებათ.

ბოლოსთვის კი ყველაზე ლამაზი და ყველაზე განსხვავებული სანაპირო, Reynisfjara Beach, ისლანდია, შემოვიტოვეთ. რატომ არის ის უნიკალური? ამ კითხვის ერთ-ერთი სწორი პასუხი შავი ქვიშა გახლავთ, რომელიც ნამდვილად თვალწარმტაცი და შესანიშნავია. ქვიშის პარალელურად კი, ატლანტის ოკეანის ტალღების ხმები, საოცარი ბუნება, იდეალურ მოგონებებსა და ემოციების ზღვას დატოვებს თქვენში.
ახლა კი, დროა თქვენი ფავორიტი ამოირჩიოთ, ბარგი ჩაალაგოთ და საუკეთესო მოგონებების შესაქმნელად გაეშუროთ.
წყარო: Thisisinsider.com