მსოფლიოს ტრადიციული საახალწლო კერძები
ის ფაქტი, რომ ყოველ ქვეყანას გააჩნია თავისი მდიდარი ისტორია და კულტურა, გარკვეული წეს-ჩვეულებები, ტრადიციული სამოსები თუ კერძები უცხო არავისთვის არის, მაგრამ, არც თუ ისე ცნობილია, რას მიირთმევენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ყოველ ახალ წელს, როდესაც საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სხვადასხვა ტრადიციულ საახალწლო კერძს, რომელთაც სხვადასხვა წარმომავლობის ხალხის სუფრაზე შეხვდებით.

ახალი წლის პერიოდი იაპონიაში ყველაზე კარგი პერიოდია KFC-ს საკვებისათვის, კერძოდ კი, შემწვარი ქათმისათვის, რომელიც ამ ქვეყანაში ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ აუცილებელია კერძი 2 თვით ადრე მაინც შეუკვეთოთ. ყველაფერი კი სათავეს 1970 წლიდან იღებს, როდესაც იაპონიას Kentucky Fried Chicken-ის შემოთავაზება „ჩვენ გვაქვს ის, რაც ამ საახალწლოდ უნდა მიირთვათ“ მოეწონა. ასევე, აღსანიშნავია, რომ იაპონიის საახალწლო მენიუში ტრადიციული ტორტიც შედის.

პოლონეთის საახალწლო „კერძებში“ - ორცხობილა ლიდერობს, რომელიც სხვადასხვა შიგთავსით შეგიძლიათ დააგემოვნოთ, იქნება ეს ჟოლო, გარგარი, თხილი თუ სხვ.

რაც შეეხება იტალიას, ეს ქვეყანა გამოირჩევა საახალწლო კერძების მრავალფეროვნებით, რადგან თუ ქვეყნის ერთ ნაწილში ახალ წელს თევზეულით ხვდებიან, კერძოდ კი, თევზის შვიდი სახეობით, სხვა ნაწილში შემწვარი ბატკანი დაგხვდებათ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ადგილას უკონკურენტოდ ლიდერობს ტკბილეული, რომელთა შორისაც გახლავთ პანეტონე - რომელსაც ერთგვარი იტალიური პასკაც კი შეგვიძლია ვუწოდოთ.

გერმანული ტრადიციული საახალწლო კერძი კი შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, მართალია, მას თავიდან წმინდა მარტინის დღის აღსანიშნავად ამზადებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შემწვარი იხვი საახალწლო სუფრის მთავარ კერძად გადაიქცა. მას ვაშლით, ქლიავით, ხახვით თუ სხვადასხვა ინგრედიენტებთან შეკაზმულს ვხედავთ, რომელთაც ემატება სანელებლები, ერთ-ერთი მათგანი კი მაიორანი გახლავთ.

ლიეტუვაში კი ვხვდებით Kūčios -ს, რომელიც არც თუ ისე მარტივად მოსამზადებელი კერძი გახლავთ, რადგან ხანდახან აქ მცხოვრები ადამიანები მის მომზადებას 1 კვირასაც კი ანდომებენ. რატომ? ეს ტრადიცია 12 კერძს მოიცავს, რადგან თითოეული მათგანი განკუთვნილია იესო ქრისტეს 12 მოწაფისათვის. კერძებში არ შედის, ცხელი, ხორცეული ან რძის პროდუქტებით სავსე საკვები, არამედ თევზიული, პურეული და ბოსტნეული. ამ ქვეყნის წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანია საახალწლო პერიოდის ოჯახთან ერთად გატარება, სწორედ ამიტომ, ეს ერთკვირიანი ტრადიცია მათ კარგად უწყობს ხელს, რათა 24 დეკემბერს ყველა ერთად მიუსხდეს საახალწლო სუფრას.
წყარო: www. fluentin3months.com