მსოფლიოს უცნაური დესერტები

10 იანვარი 2019

შოკოლადის ნამცხვარი ან კექსი, ტორტი, ალუბლის ღვეზელი თუ სხვა მრავალი დესერტი, რომელთანაც ძალიან ხშირად გვაქვს შეხება, ცხადია, არავისთვის არის უცხო, მაგრამ საკითხავია, მზად ხართ თუ არა გაეცნოთ ყველაზე უცნაურ დესერტებს, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოაჩენთ?

Tavuk göğsü, თურქეთი - დარიჩინი, რძე, ბრინჯის ფქვილი და დიახ, ქათამი! ეს ის დესერტია, რომელსაც თურქეთში შეხვდებით, მისი გემო კი ტკბილი პუდინგისა და ქათმის გემოს გაგახსენებთ.

ფოტო Blog da mimis

გიყვართ ავოკადო? მაშინ, აუცილებლად შეუკვეთეთ ბრაზილიის კაფეებში დესერტი სახელად Crème de Abacate - ავოკადო, ნაღები, შაქარი და ლაიმის წვენი, ქმნის იმას, რაზეც ბრაზილიელები უბრალოდ გიჟდებიან.

რაც შეეხება ჩინეთს, ამ ქვეყნის მრავალ რეგიონში იყენებენ სხვადასხვა მარცვლებს დესერტების ინგრედიენტებად, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული ჰონგ კონგის წითელი მარცვლების, ანუ აზუკის ღვეზელი გახლავთ. აზუკის მარცვლები, რომლებსაც უფრო ტკბილად აქცევენ, უმატებენ სეზამის მარცვლებს - რაც საბოლოო ჯამში გემრიელ დესერტად იქცევა.

იაპონიაში კი ვხვდებით ნაყინს, ვასაბის გემოთი, არადა თითქოს, ვასაბი ის ინგრედიენტია, რომელსაც სუშისთან ვხვდებით, მაგრამ... ეს ნაყინი საკმაოდ პოპულარულია!

და ბოლოს, ტაილანდშიშოკოლადით დაფარული ჭრიჭინების შეძენას შეძლებთ. დიახ, გაქვთ საკმარისი გამბედაობა იმისათვის, რომ მიირთვათ ეს მწერი?

წყარო: Organics.org