რას უნდა ეწვიოთ საფრანგეთში

5 სექტემბერი 2019

როდესაც საფრანგეთზე ვფიქრობთ, ერთ-ერთ პირველ ასოციაციად ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი ან ვერსალის სასახლე ამოგვიტივტივდება ხოლმე თავში და მიუხედავად იმისა, ორივე ადგილი ნამდვილად ღირსშესანიშნავია და აუცილებლად იმსახურებს სტუმრობას, დღეს ამ ქვეყანას სხვა მხრივ დაგანახებთ და გაგაცნობთ იმ ადგილებსაც, რომლებიც შედარებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ ღირსეულები არიან.

ფოტო: Tripsavvy.com

მონ-სენ-მიშელი - ეს ციხე-სიმაგრედ გადაქცეული პატარა კლდოვანი კუნძული ფრანგებისთვის ერთ-ერთ საამაყო ადგილს წარმოადგენს. დღესდღეობით, აქ მხოლოდ 40 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ისინი ყოველთვის მზად არიან გულითადად დახვდნენ ტურისტებს. გარდა ამისა, აქ დაგხვდებათ მაღაზიები, სადაც ულამაზესი სუვენირების შეძენას შეძლებთ. აღსანიშნავია, რომ აქ არსებულ ტაძარს ხშირად სტუმრობენ პილიგრიმები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ეტრეტატის კლდეები - ამ ადგილას ყოფნა და ლამაზი ხედებით ტკბობა ბედნიერების ტოლფასია. აღსანიშნავია, რომ დროის აქ გატარება ძალიან უყვარდათ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც გახლდათ: კლოდ მონე, გუსტავ ფლობერი და გი დე მოპასანი. ხოლო თუ გადაწყვეტთ, რომ აქაურობას ეწვიოთ, გაითვალისწინეთ რომ საუკეთესო დრო ვიზიტისთვის გაზაფხულია.

ფოტო: Olga Khomitsevich

ძველი ნიცა - ნიცა ის ქალაქია, რომლის სილამაზეც უდავოა. ამას ადასტურებს იქ არსებული უძველესი უბანიც, რომელსაც ძველ ნიცას უწოდებენ. ეს ადგილი თავისი ესთეთიკითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მრავალი საინტერესო მაღაზია,სადაც სხვადასხვა სახის ყვავილებს, სუნელებსა და ზეთებს შეიძენთ, ამ უბნის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

ფოტო: Viator.com

სენ-ტროპე - ლაჟვარდოვან ნაპირზე მდებარე ეს ქალაქი ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ ფრანგული ელეგანტურობა აქ განსაკუთრებულად იგრძნობა, თანაც ყოველ ნაბიჯზე.

ფოტო: Traveladdicts.net

ბორდო - საფრანგეთის ღვინის დედაქალაქად წოდებული ეს ქალაქი გამორჩეულია თავისი კულტურით, ისტორიითა და თვალწარმტაცი არქიტექტურით. ალბათ, მიხვდით რომ აქ ყოფნისას პირველ რიგში ადგილობრივი და სახელგანთქმული ღვინო უნდა დააგემოვნოთ.

ფოტო: Raildiscoveries.com

როკამადური - ეს კლდეზე გაშენებული სოფელია, რომელიც რელიგიური ნაგებობების ერთგვარ კომპლექსს წარმოადგენს. რა უნდა გააკეთოთ აქ ყოფნისას? მოიაროთ ადგილობრივი ქუჩები, დააგემოვნოთ აქაური ცხვრის სახელგანთქმული ყველი და ბოლოს, დატკბეთ ულამაზესი ხედებით.

თუ საფრანგეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, ეს სია არ დაივიწყოთ.

წყარო: France-hotel-guide.com