როგორია ნაციონალური სამოსი მსოფლიოს გარშემო
ნაციონალური სამოსი ქვეყნის ისტორიისა და კულტურისათვის უმნიშვნელოვანესი რამ არის.
თუმცა უმეტესწილად ტრადიციულ ტანსაცმელს მხოლოდ და მხოლოდ დღესასწაულებზე ატარებენ ხოლმე, მაგრამ ეს ფაქტი არ გამორიცხავს სამოსის მნიშვნელობასა და ღირებულებას.

რა გვახსენდება პირველი, როდესაც ეროვნულ ტანსაცმელს ვახსენებთ? პასუხი მარტივია, ყველაზე ინდური სარი ან იაპონური კიმონო, რომლებიც ყველაზე პოპულარული სამოსები გახლავთ, მაგრამ ახლა, ნაკლებად ცნობილ ტანსაცმელებს გაეცნობით.

ფოტო: Global Times
ერთ-ერთი აზიური, კერძოდ კი ჩინური სამოსი გახლავთ Hanfu - რომელიც საუკუნეებია აბრეშუმის ქსოვილისგან მზადდება. ხოლო საკუთრივ აბრეშუმის წარმოებას კი ერთი ჩინური ლეგენდა უკავშირდება, რომლის თანახმადაც, როდესაც ლეგენდარული იმპერატორის ცოლის ჩაიში აბრეშუმის ჭია ჩავარდა, ამის შემდეგ ქალმა აბრეშუმის ქსოვილის წარმოება დაიწყო.

ფოტო: Iamexpat.nl
შემდეგი ჩვენს სიაში არა ტანსაცმელი, არამედ ფეხსაცმელია, რომელიც თავისი ისტორიითაც გამოირჩევა, რადგან Clomp-ი გახლავთ პირველი ხის ფეხსაცმელი მსოფლიოში და ის ნიდერლანდების საკუთრებას წარმოადგენს. დღესდღეობით მას მხოლოდ ფერმერებიღა ატარებენ.

ფოტო: Bonprix
Lederhorsen-ი გერმანული ტრადიციული სამოსია, რომელსაც ძირითადად მშრომელი გლეხები იცვამდნენ, რადგან ამ სამოსის ტარება გაცილებით მარტივი და მოსახერხებელი გახლდათ ყოველდღიური სამუშაოების შესასრულებლად.

ფოტო: Swedishlapland.com
Gakti - ეს ტრადიციული ნორვეგიული სამოსი, საამებს ეკუთვნის და ძირითადად, ფორმალურ შეხვედრებზე ყოფნისას გამოიყენება.

Fez - ეს წითელი ქუდი საკმაოდ დიდ ისტორიას მოიცავს და მონოკოს სიმბოლოდ მიიჩნევა. ადრე, ადგილობრივები ამ ქუდს ფრანგული ოკუპაციის საწინააღმდეგოდ ატარებდნენ, ახლა კი ძირითადად
მას არისტოკრატიის წარმომადგენლებზე თუ შევხვდებით. ქუდი ნაციონალურობის სიმბოლოდ ითვლლება.
წყარო: Thecultureist.com