რომანტიკული სასტუმროები მსოფლიოში,სადაც აუცილებლად უნდა გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანთან ერთად

7 ივლისი 2019

საყვარელ ადამიანთან მოგზაურობა და ყველაფრის დათვალიერება უამრავი ადამიანის ოცნებაა! სწორედ ამიტომ, ამ თავგადასავალს სასიყვარულო ელფერი კიდევ უფრო რომ შეემატოს, აუცილებლად უნდა იცოდეთ იმ რომანტიკული სასტუმროების შესახებ, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აღმოაჩენთ.

Plaza Athenee - პარიზი ხომ სიყვარულის ქალაქია?! რა ჯობია სასტუმროს, რომლის საოცარი დიზაინი და მის წინ გადაშლილი ,ეიფელის კოშკისა და ქალაქის ულამაზესი ხედები მოსვენებას არ გაძლევენ?!

Villa Corra - ფლორენციაში არსებული ეს სილამაზე, მე-19 საუკუნეში ადგილობრივმა ბარონმა თავის საცოლეს სიყვარულის ნიშნად მიუძღვნა. სასტუმროს არქიტექტურა, ეზო და სხვადასხვა დეტალი აქაურობას სიყვარულის განსაკუთრებულის ელფერს სძენს.

New York Palace - ბუდაპეშტში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური სასტუმროა. თვალწარმტაცი ინტერიერი და სასიამოვნო მელოდიები დღის ნებისმიერ პერიოდში უკვე იდეალურად ჟღერს, არა?

Surf & Sand Resort - ლაგუნა ბიჩი, ამერიკის შეერთებული შტატები - თავის სტუმრებს ნამდვილ სიამოვნებას ჰპირდება. თითოეულ ნომერს ამ სასტუმროში თავისი აივანი გააჩნია, საიდანაც წყნარი ოკეანის ულამაზესი ხედები იშლება. ამ ხედებით ტკბობა, იქნება ეს ტალღების მიმოქცევისა თუ მზის ჩასვლის ნახვა საყვარელ ადამიანთან ერთად, ჭეშმარიტ რომანტიკულობაზე მეტყველებს.

Katikies Hotel - ეგეოსის ზღვა, საუზმე, სადილი თუ ვახშამი ღია სივრცეში საყვარელ ადამიანთან ერთად, პერსონალური ჯაკუზი ორისთვის... კიდევ რა არის საჭირო იდეალურობისთვის? ეს სასტუმრო საბერძნეთში, სანტორინიში მდებარეობს და ცნობილია თავისი თბილი მომსახურეობით.

Lani’s Suites Deluxe - ესპანეთში, კონკრეტულად კი პუერტო დელ კარმენში მდებარეობს. კერძო, ოქროსფერი სანაპირო ატლანტის ოკეანესთან მხოლოდ და მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისათვის, სხვადასხვა სახის სპა და მასაჟის პაკეტები წყვილებისათვის ნამდვილად ხდის ამ სასტუმროს ღირსეულს!

Koa Kea Hotel & Resort - ჰავაიში მდებარე ეს პაწაწინა, მაგრამ მაგიური სასტუმრო სულ რაღაც 12 ოთახს მოიცავს და იდეალურია თაფლობისთვეებისათვის. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ძალიან ახლოსაა ოკეანესთან, ასე რომ... ნამდვილად ღირს კამკამა წყალთან ახლოს ყოფნა რამდენიმე დღე მაინც.

და თქვენ რომელ სასტუმროს ეწვეოდით?

წყარო: Bigseventravel.com