საახალწლო ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში

30 ნოემბერი 2018

როდესაც საქმე ახალ წელს ეხება, სწორედ მაშინ, ძალიან ბევრი უცნაური ტრადიციის შესახებ ვიგებთ ინფორმაციას. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში, ჭურჭლებს ამსხვრევენ, ძველ ავეჯს ფანჯრიდან ისვრიან და სხვ.

და რადგან ჭურჭელი ვახსენეთ – დანიაში, არსებობს ტრადიცია, რომ ადგილობრივებმა გამოუყენებელი თეფშები, ჩანგლები და სხვადასხვა ჭურჭელი თავიანთი, ან მეგობრების სახლის კარებზე უნდა შეამსხვრიონ.

ესპანელებს კი მიაჩნიათ, რომ თუ ღამის 12 საათზე 12 ცალი ყურძნის მოთავსებას შეძლებენ პირში, მომავალი წელი მათთვის იღბლიანი აღმოჩნდება.

იაპონიაში კი თვლიან, მიჩნეულია, რომ ახალი წლის დადგომასთან ერთად, მათ ზანზალაკები ზუსტად 108–ჯერ უნდა დარეკონ, ეს მათთვის სისუფთავისა და სიწმინდის ნიშანია.

რაც შეეხება შვეიცარიას, ისინი ახალი წლის დადგომას იატაკზე ნაყინის დაგდებით ხვდებიან.

რუმინეთში კი კარგი იღბლისათვის მდინარეში მონეტებს აგდებენ.

რაც შეეხება პუერტო რიკოს, აქ, ზოგჯერ წყლით სავსე სათლებს ისვრიან ფანჯრიდან. რატომ? ბოროტი სულების განსადევნად.

კოლუმბიაში კი მთელი დღის განმავლობაში ჩემოდნებით გადაადგილდებიან, რაც მათი მოგზაურობის სურვილსა და იმის იმედზე მიუთითებს, რომ თავგადასავლებით სავსე წელი ექნებათ.

ჩილეში კი სიტუაცია სხვანაირადაა, აქ ოჯახები ახალ წელს სასაფლაოზე ატარებენ და გარდაცვლილ საყვარელ ადამიანებს მიაგებენ პატივს.

სამხრეთ აფრიკაში – ძველ ავეჯს ისვრიან ფანჯრიდან.

და ბოლოს, ირლანდიაში კი კედელს პურს აყრიან, ისევ და ისევ, ბოროტი სულების განსადევნად.