სად უნდა იმოგზაუროთ 2019 წლის შემოდგომაზე

28 აგვისტო 2019

მალე ზაფხული დასასრულს მიუახლოვდება,მაგრამ ნუ დანაღვლიანდებით! პირიქით, სასწრაფოდ შეადგინეთ თქვენი შემოდგომის სამოგზაურო გეგმა. არჩევანის სწორად გადაწყვეტილებაში კი ჩვენი სტატია დაგეხმარებათ.

ფოტო: Olive Magazine

ლისაბონი - პორტუგალიის დედაქალაქი გამოირჩევა განსხვავებული არქიტექტურითა და თვალწარმტაცი ფერებით. აქ მოგზაურობა იდეალურია როგორც დიდი ოჯახებისთვის, ასევე მეგობრებთან ან სოლო მოგზაურობისთვის.

ფოტო: Tripsavvy.com

შემდეგი ჩვენს სიაში კანადის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი სახელად მონრეალი გახლავთ. მართალია აქ შედარებით ცივი შემოდგომა დაგხვდებათ, მაგრამ გვენდეთ, აქაური სანახაობებისა და კომფორტული საღამოებისთვის ყველაფრის ატანა ღირს! აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ნოტრ-დამის გოთურ ბაზილიკას, რომელიც ძალიან საინტერესოა. აგრეთვე, იხილოთ მზის ჩასვლის საოცარი ხედი მთა მონ-როიალიდან. შემდეგ კი უგემრიელესი სამზარეულო დააგემოვნოთ.

ფოტო:MyLittleAdventure

ამსტერდამი - ეს ქალაქი ნამდვილად თვალწარმტაცი და დაუვიწყარი რამ არის. მთელი ქალაქის დასათვალიერებლად იდეალური გზაა ველოსიპედით სეირნობა, რადგან ასე უფრო კარგად შეძლებთ სილამაზის აღქმას. თანაც, ამსტერდამელები საოცრად მეგობრულები არიან, ასე რომ, აქ წასვლა ნამდვილად ღირს!

ფოტო: Handluggageonly.co

ბრიუგი - ბრიუსელში არსებული ეს ქალაქი თავისი ისტორიული ნაგებობით ყოველთვის იპყრობს ადამიანების გულს. აქაური ატმოსფერო კი განსაკუთრებულად რომანტიკულ გარემოს ქმნის, რომელიც თავადაც უნდა გამოსცადოთ.

პედმონტი - შემოდგომაზე, განსაკუთრებით კი ოქტომბერში, ღვინისა და საჭმლის სეზონი ნამდვილ პიკს აღწევს იტალიაში! სწორედ ამიტომ, აქ, გარდა ლამაზი ხედების თვალიერებისა, დროს ძალიან გემრიელადაც გაატარებთ.

ფოტო: The Gallivan Post

სიას პრაღათი დავასრულებთ, რომელიც ყოველთვის საოცარია, მაგრამ ალბათ ყველაზე ლამაზად მაინც შემოდგომაზე გამოიყურება! თანაც, აღსანიშნავია რომ ამ პერიოდში ქალაქში ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება, რაც იდეალური ვარიანტია კომფორტული დასვენებისთვის. თანაც, აქაური სამზარეულო და სახელგანთქმული ლუდი თქვენს დღეებს კიდევ უფრო იდეალურად აქცევს.

წყარო: Tripstodiscover.com & Intrepidtravel.com