საინტერესო ფაქტები ბელგიის შესახებ

როდესაც კარტოფილ ფრის ვხედავთ, უმეტეს შემთხვევაში, გვახსენდება, რომ კარტოფილის მსგავსი მომზადების წესი ფრანგულია, მაგრამ, ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ეს ინფორმაცია არასწორია! დიახ, კარტოფილი ფრი ბელგიურია და მიმდინარე სტატიაში, სწორედ ამ ქვეყანაზე შეიტყობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს.
ამავე ნოტაზე გავაგრძელებთ და, გეტყვით, რომ არასწორად არის გავრცელებული ინფორმაცია კრიკეტის შესახებაც - თითქოს, ეს პოპულარული თამაში ბრიტანული წარმოშობისაა, მაგრამ სინამდვილეში მისი ფესვები სწორედაც რომ ბელგიიდან მომდინარეობს და სავარაუდოა, რომ სწორედ ბელგიელებმა გაავრცელეს ეს თამაში ბრიტანეთშიც.
ახლა კი გადავიდეთ ისეთ ფაქტებზე, რომლებიც სხვა ინფორმაციის გაბათილებას არ წარმოადგენენ და უბრალოდ, ფაქტები არიან.

მაგალითად, ერთ-ერთი პირველი, რაც ბელგიაზე გვახსენდება შოკოლადია! და აღსანიშნავია, რომ შოკოლადის წარმოების პირველ კვალს ამ ქვეყანაში, 1653 წელთან მივყავართ. გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ ბელგიელები წელიწადში 173,000 ტონა შოკოლადს ამზადებენ.
პირველობას ბელგია არც ცათამბჯენებში თმობს, იცით თუ არა, რომ პირველი ცათამბჯენი ევროპაში ბელგიაში აშენდა? დიახ, 1928 წელს ანტვერპი ყველაზე დიდი შენობის მასპინძელი გახდა და აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქში დღემდე არ მოიპოვება ამ ცათამბჯენზე დიდი შენობა (96 მეტრი.)

გიყვართ სასახლეები? მაშინ, ეს ქვეყანა აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულს, რადგან ცნობილია, რომ სწორედ ბელგიაში მდებარეობს ყველაზე მეტი სასახლე.
ხოლო რაც შეეხება სიტყვა სპას, რომელიც დღეს რელაქსაციასთან ასოცირდება, ბელგიის ამავე სახელწოდების ქალაქიდან მომდინარეობს და აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ქალაქში დაარსდა პირველი კაზინო ევროპაში.
აგრეთვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელგია ერთ-ერთია იმ ქვეყანათაგან, სადაც აუცილებელია არჩევნების დროს ნებისმიერმა მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი არჩევანი და მიიღოს მასში მონაწილეობა.
წყარო: Juliasomething.com; Expatica.com & wonderfulwanderings.com