საინტერესო ფაქტები დანიის შესახებ

28 თებერვალი 2019

დანია – ეს ის ქვეყანაა, სადაც თავს განსაკუთრებით კარგად იგრძნობენ წვიმის მოყვარულები, რადგან აქ, ყოველ მეორე დღეს წვიმს! იქნებ, სწორედ ამიტომაც არის რომ ეს ქვეყანა ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოდაა მიჩნეული მსოფლიოში?

თუმცა, გარდა ამ ფაქტებისა, ქვეყანას სხვა მრავალი საინტერესო რამ ახასიათებს, მაშ ასე:

იცოდით თუ არა, რომ თითქმის ყოველმა დანიელმა იცის ცურვა? დიახ, სკოლებში ცურვის გაკვეთილები ტარდება.

და გარდა ცურვისა, მათ კიდევ ერთი რამ ახასიათებთ, მაგალითად თუ რომელიმე დანიელი 25 წლამდე დაქორწინებული არ არის, ის მზად უნდა იყოს, რომ დაბადების დღეზე დარიჩინს მიაყრიან!

და იმაზე თუ გსმენიათ, რომ დანიის, Faroe Islands-ზე, ადამიანებს რიცხობრივად ცხვრები ჯაბნიან?

ჯაბნიან?

ბავშვებისთვის საყვარელი Lego სათამაშოები კი, სწორედაც რომ დანიური წარმოშობის გახლავთ.

და თუ ოდესმე დანიაში წასვლას დააპირებთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ როგორც არ უნდა მოინდომოთ, ზღვას 30 მილზე მეტად ვერ დაშორდებით.

და ასევე, კარგად მოამზადეთ მრავალი სიმღერის ტექსტი, რადგან დანიელებს სიმღერა ძალიან, ძალიან უყვართ.