საინტერესო ფაქტები პორტუგალიის შესახებ

31 იანვარი 2019

პორტუგალია - ეს ის ქვეყანაა, რომელიც თავისი კულტურით, ისტორიით, ხალხითა და სხვა მრავალი ასპექტით, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია.

ქვეყნის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ პორტუგალიელი ხალხი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი გახლდათ.

თუმცა, პორტუგალია ისტორიული ფაქტების გარდა, სხვა ბევრი რამითაც გამოირჩევა, მაგალითად:

ფოტო: Oceanrevival.org

იცოდით, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა, ხელოვნური პარკი The Ocean Revival Underwater Park სწორედაც რომ პორტუგალიაში მდებარეობს?

ფოტო : Ejatlas.org

ან, ის, რომ ყველაზე დიდი ხიდი ევროპაში აქ მდებარეობს? ის ვასკო და გამას სახელობისაა და მისი სიგრძე 17,185 მეტრია.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მზიანი ამინდის მოყვარული ადამიანები პორტუგალიაში თავს ალბათ საუკეთესოდ იგრძნობენ, რადგან აქ ხომ მინიმუმ 300 დღე მაინც ანათებს მზე?! სწორედ ამიტომაა, რომ ამ ქვეყანას ევროპის ყველაზე მცხუნვარეს სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, ლოგიკური და რეალურია იმის თქმა, რომ ახალი წელი აქ თოვლიანი და ცივი კი არა, არამედ მზიანი და თბილია.

ფოტო: Didyouknow.it

და სად იპოვით ყველაზე ძველ წიგნის მაღაზიას? რა თქმა უნდა, პორტუგალიაში! Bertrand Bookshop - ეს ის მაღაზიაა, რომელიც 1732 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს, მკითხველებისთვის აქ მოხვედრა კი, ნამდვილი სიამოვნებაა.

ფოტო : Time Magazine

აგრეთვე, საყურადღებოა ისიც, რომ პორტუგალიაში ცხოვრობდა ყველაზე ხნიერი რეჟისორი, მანუელ დე ოლივიერა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე, 2015 წლის 2 აპრილამდე, მაშინ როდესაც ის 106 წლის ასაკში გარდაიცვალა, ფილმებს იღებდა.

რას იტყვით, უკვე გადაწყვიტეთ პორტუგალიაში ცხოვრება? მაშინ, სანამ ოჯახის შექმნას გადაწყვეტთ, აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია იმ სახელების შესახებ, რომლებსაც თქვენს მომავალ შვილებს ვერ დაარქმევთ, რადგან სახელმწიფო მათ კრძალავს.

წყარო : Thefactfile.org Wonderfulwanderings.com