საუკეთესო გასართობი პარკები მსოფლიოში
როდესაც სამოგზაუროდ მივდივართ, ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ვსაჭიროებთ და ვეძებთ - გართობაა. სწორედ ამიტომ, დროის სასიამოვნოდ და მხიარულად გატარებისათვის მრავალი ადამიანი სტუმრობს გასართობ პარკებს, რომელთაგან საუკეთესოებს ახლა გაეცნობით.

ფოტო: Civitatis
Port Aventura, ესპანეთი - ადგილი, სადაც შეხვდებით ყველაზე დიდ სასრიალოს ევროპაში. უკვე საინტერესოდ ჟღერს, არა? გარდა იმისა, რომ აქ თქვენ შეძლებთ გართობას, დასვენებასა და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას, აღსანიშნავია ისიც, რომ პარკია ატარებს, ხმელთაშუა, შორეული დასავლეთის, მექსიკის, ჩინეთისა და პოლინეზიის ცივილიზაციის სტილს.

ფოტო: Travel with Boys
Legoland, დანია - დიახ, სახელი სწორად გაიგეთ! ადგილი სადაც ყველაფერი ლეგოსგან არის შექმნილი, საოცარია, არა?

ფოტო: Paris tourist office
გასართობ პარკებზე საუბრისას პარიზის Disneyland რომ არ ვახსენოთ, უბრალოდ შეუძლებელია! ის, ალბათ ყველაზე ცნობილია მსგავს პარკებს შორის და აღსანიშნავია, რომ მასში შესასვლელი თანხა 57 დოლარს შეადგენს.

ფოტო: Tourmet
სიის შემდეგი წარმომადგენელი გახლავთ - Essel world, ინდოეთი - ერთ-ერთი პირველი გასართობი პარკი მსოფლიოში, რომელიც მუმბაის გარეუბანში მდებარეობს, მოიცავს როგორც წყლის, ასევე ჩვეულებრივი გასართობი პარკის ფუნქციებსაც.

ფოტო: Europlan SpA
Gardaland, იტალია - ადგილი, სადაც ვერასოდეს მოიწყენთ! მრავალი სახალისო ატრაქციონი და მუდმივი მხიარულება წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე. პარკში შესასვლელი ბილეთის ფასი კი, 24 ევროა.

ფოტო: Honeykids Asia
Universal studios, სინგაპური - ერთ-ერთი საუკეთესო არამხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში! ამ გასართობ პარკში აღმოაჩენთ ატრაქციონს 7 სხვადასხვა თემაზე, მათ შორისაა: ჰოლივუდი, ნიუ-იორკი, სამეცნიერო ფანტასტიკის ქალაქი, შრეკი, მადაგასკარი, დაკარგული სამყარო და ძველი ეგვიპტე - ეს ხომ ნამდვილად საოცრებაა!

ფოტო: Orlando Vacation
და ბოლოს, Disney’s Hollywood Studios, ორლანდო, ფლორიდა - მრავალი ადამიანისთვის არის საოცნებო ადგილი, რადგან პარკის განსხვავებული თემები, აქტივობები - მარტივად იპყრობენ გულს. ამ საოცრებაში შესვლის ფასი კი 99 დოლარია.
და თქვენ სად აპირებთ დროის გატარებას?
წყარო:traveltriangle.com