წესები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს მოგზაურმა წყვილმა
14 ივნისი 2018
საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა ხომ ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. ახალი ადგილები, ქალაქები, მოგონებები, სახალისო და საინტერესო ისტორიები, განსხვავებული კულტურები, რესტორნები თუ სავაჭრო ცენტრები! ამ ყველაფერს ხომ ერთად მოინახულებთ და ამით თქვენი ურთიერთობაც ხომ უფრო მდიდარი გახდება? მაგრამ, რეალობაში, ყველაფერი ისე არ არის, როგორიც რომანტიულ ფილმებშია, სადაც წყვილებს სამოგზაუროდ წასვლისას არავითარი დაბრკოლება ან კამათი არ მოსდით. დიახ, ნამდვილი სამყარო განსხვავებულია და იმისთვის, რომ თქვენი მოგზაურობა იყოს იდეალური და ჰგავდეს ფილმს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული წესები.
- გადანაიწილეთ როლები - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია როგორც მოგზაურობამდე, ასევე მოგზაურობისას. თუ თქვენ რუკის აღქმის კარგი უნარი გაქვთ, სასურველ ქალაქში ყოფნისას ლოკაციების მოძიება თქვენს თავს მიანდეთ, ხოლო თუ თქვენს პარტნიორს საოცარი ნიჭი აქვს შესანიშნავი მუზეუმებისა თუ რესტორნების აღმოჩენისა - დაე, მიეცით მის ნიჭს
გზა ფართო. ასე გაცილებით მობილიზებულები იქნებით და ნაკლებ დაბრკოლებას წააწყდებით. - იქონიეთ საერთო ჩემოდანი - ეცადეთ, რომ დაიცვათ თანასწორობა და ჩემოდნის დიდი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს არ დაუთმოთ. საერთო ჩემოდნის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთად ფიქრის დროს ერთმანეთს ეხმარებით, რათა არ დაგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი და ამავდროულად აანალიზებთ, რომ ბევრი ზედმეტი ნივთის ჩალაგება უბრალოდ არ ღირს.

- ნუ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე - მოგზაურობისას, ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანთა ინტერესები იყოფა და შესაძლოა, ასე მოხდეს თქვენს შემთხვევაშიც. მაგრამ, ნუ გაბრაზდებით, დამშვიდდით, გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან და უბრალოდ გაეცანით ერთმანეთის ინტერესებს, თუ თქვენ, საღამოს უბრალოდ ჩვეულებრივ რესტორანში წასვლა გინდათ, მაგრამ თქვენს პარტნიორს კლუბი აინტერესებს, შეთანხმდით და აუცილებლად ეწვიეთ ორივე ადგილს, იქნება ეს მეორე თუ მესამე დღეს, რადგან თქვენ ხომ საყვარელ ადამიანთან ერთად ხართ, შესაბამისად, ძალიან რომანტიული იქნება, როდესაც ერთმანეთის ინტერესებს კარგად ჩაუღრმავდებით, კარგად შეიცნობთ ერთმანეთს და გაიგებთ, თუ როგორია თქვენთვის დასვენება და რას ანიჭებთ უპირატესობას.
- საკუთარ თავს ცოტა ხნით მარტოდ ყოფნის უფლება მიეცით - მოგზაურობისას სულ ცოტა ხანი, იქნება ეს 20 წუთი, რომელსაც პატარა მაღაზიაში დაჰყოფთ, თუ უბრალოდ სასტუმროში, აუცილებლად მნიშვნელოვანია.

- იყავით გულწრფელი - ერთად სამოგზაუროდ წასვლა და დასვენება, არ ნიშნავს, რომ თქვენ საჭიროებები და გრძნობები შეგეზღუდათ, ამიტომ, თუ რაღაც არ მოგეწონებათ და თავს კარგად არ გაგრძნობინებთ, აუცილებლად ესაუბრეთ მასზე პარტნიორს, ნუ შეგეშინდებათ, რომ ამით არდადეგებს ჩაშლით. პირიქით! გულწრფელი საუბარი ყოველთვის საუკეთესო გზაა პრობლემების მოსაგვარებლად.
წარმატებას გისურვებთ თქვენ დიდ თავგადასავალსა და მოგზაურობაში, იმედია, ჩვენს წესებს არ დაივიწყებთ!
წყარო: Bustle.com