სათავგადასავლო ტურები

  •  
  • 1 დღე 
  •  

ერთდღიანი სათავგადასავლო ტური აჭარაში: ბათუმი-პეტრას ციხე-კინტრიშის დაცული ტერიტორია-თამარის თაღოვანი ხიდი-ბზების კორომი-წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია-ბათუმი

 

გასვლის ადგილი: ბათუმი

ფეხით გასავლელი მანძილი: 1,200 კმ, 1.5 სთ,  მარტივი

ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:

  • პეტრას ციხეს - "ქაჯეთის ციხე" (ა.წ. VI ს.) - ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის - ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. აქ კარგად იყო განვითარებული საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობა.
  • კინტრიშის დაცული ტერიტორიას - კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდ. კინტრიშის ულამაზეს ხეობაში, ზღვის დონიდან 2.500 მ-ზე და იგი მოიცავს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს (ფართობი 10.703 ჰა) და კინტრიშის დაცულ ლანდშაფტს (ფართობი 3.190 ჰა). ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ხეობებს უკავია. ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩამოედინება  მდ. კინტრიში და მდ. ხეკნარა.  კინტრიშის ნაკრძალის მცენარეულობა ხასიათდება ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ტერიტორია მდიდარია კოლხური ფლორის ელემენტებით:ღმოსავლეთის წიფელი, წაბლი, აღმოსავლეთის ნაძვი, მედვედევის არყი, შავი მურყანი, თელა, იფანი, კავკასიური ხურმა, და სხვა. ნაკრძალის ძირითადი ტერიტორია ტყით არის დაფარული, დაახლოებით 92%.
  • თამარის თაღოვან ხიდს (XI-XII სს)
  • წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას - რომელიც ფუნკციონირება 2005 წელს დაიწყო,2010 წლიდან გადაკეთდა დედათა მონასტრად. აქვე ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ უძველესი ღვინის ქვევრები.
  • უხნესი ბზების კორომს და ჩანჩქერს - კოლხური ბზა გვხვდება ქვეტყის სახით, გავრცელებული იშვიათი რელიქტური სახეობაა, კოლხეთის ძვირფასი ფლორისტული ელემენტი ბზა, სადაც იგი 10-12  მეტრს აღწევს. დიამეტრით 16-32 სმ-ია. ასაკი დაახლოებით 250-300 წელია. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.
  • შესაძლებელია მდინარეში ცურვა და ცხენოსნობა

 


სასარგებლო რჩევები:

  • ვიზიტისათვის საუკეთესო სეზონია 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე
  • მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი
  • ფანარი
  • საკმარისი რაოდენობის წყალი
  • საწვიმარი
  • ამოსაცვლელი ტანსაცმელი
  • ასევე კარგ დახმარებას გაგიწევთ მზისგან და მწერებისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, სალაშქრო ჯოხი
  • სათანადო ფიზიკური მომზადება


ტურის ღირებულებაში შედის:

ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით

კვალიფიცირებული გიდის მომსახურება

ლანჩი საველე პირობებში


ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:

  • თავისუფალი დრო
  • კარგი განწყობა
  • ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის

  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *