ორდღიანი სათავგადასავლო ტური: მახუნცეთის ჩანჩქერი-დანდალოს თაღოვანი ხიდი-სხალტის მონასტერი-ხიხანის ციხე-სელიმ ხიმშიაშვილის სახლმუზეუმი
გასვლის ადგილი: ბათუმი
ფეხით გასავლელი მანძილი: 16 კმ
სირთულე: 16 კმ
სამანქანო გზა: 260 კმ
ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:
1 დღე:
- მახუნცეთის ჩანჩქერს - ქართული ბუნების სილამაზე, უმშვენიერესი ჩანჩქერი მაღალმთიან აჭარაში.
- დანდალოს თაღოვან ხიდს - უძველესი არქიტექტურის ნიმუში, რომელიც XII საუკუნით თარიღდება.
- სხალთის მონასტერს - სხალთის კომპლექსი თავდაპირველი და შედარებით სრულყოფილი სახით დაცული ძეგლია აჭარაში. სხალთის დიდი დარბაზული ტაძარი შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია აჭარაში.
- უძველეს გვირაბს
- დაბანაკება სოფ: მთისუბანში (1450 მ.) ღამისთევა კარვებში. (შესაძლებელია ადგილობრივ სახლებშიც)
2 დღე:
- ხიხანის ციხეს - ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშესაფარი იყო. ხიხანის ციხესა და თამარ მეფეს, უამრავი ლეგენდა აკავშირებს. ზოგჯერ ხიხანის ციხეს თამარის ციხესაც უწოდებენ.ზღვის დონიდან 2165 მ.
- სელიმ ხიმშიაშვილის სახლმუზეუმს - დაარსდა 2002 წელს, შერიფ ხიმშიაშვილის ყოფილ საცხოვრებელ სახლში. შერიფ ხიმშიაშვილი იყო მმართველი აჭარაში მონღოლ-თურქების 300 წლიანი ბატონობის დროს და სამუსლიმანო საქართველოში ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
- დაბრუნება ბათუმში
ტურის ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
- კვალიფიცირებული გიდის-ინსტრუქტორის მომსახურება
- კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები ან ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში
- შესასვლელი ბილეთები
ტურის ღირებულებაში არ შედის:
- კვება
სასარგებლო რჩევები:
- ვიზიტისათვის საუკეთესო სეზონია 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე
- მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი
- ფანარი
- საკმარისი რაოდენობის წყალი
- საწვიმარი
- ამოსაცვლელი ტანსაცმელი
- ასევე კარგ დახმარებას გაგიწევთ მზისგან და მწერებისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, სალაშქრო ჯოხი
- სათანადო ფიზიკური მომზადება
ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:
- თავისუფალი დრო
- კარგი განწყობა
- ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისათვის, რათა ტურში მონაწილეობას იღებს 15-17 ადამიანი