ტურის ტიპი: სათავგადასავლო ტური
ტურის ხანგრძლიობა: 1 დღე
გასვლის ადგილი: ბათუმი
ფეხით გასავლელი მანძილი: 7 კმ, საფეხმავლო, მარტივი
მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე. მთა მტირალა გამოირჩევა ნალექების სიუხვით, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1.381 მეტრია და ყველაზე ნალექიანი ადგილია ჩვენს ქვეყანაში (4.520 მმ). სწორედ აქედან მოდის სახელწოდება - "მტირალა".მისი საერთო ფართობი შეადგენს 15698,8 ჰა. მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით, კენძოდ კოლხური ფლორით.პარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩნარითაა დაფარული. თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარე.მტირალას ეროვნული პარკისათვის დამახასიათებელია ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, რომელიც წარმოდგენილია 95 სახეობით, აღსანიშნავია, რომ პარკში გავრცელებული ცხოველების 23 სახეობა შეტანილია საქართველოს "წითელ ნუსხაში", ხოლო 9 გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები IUCN–ის "წითელ ნუსხაში".
ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:
- ვიზიტორთა ცენტრს
- მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობას
- ქვეტყეს, რომელიც შედგენილია წყავით, კოლხური ბზითა და სხვადასხვა სახის სუროთი
- კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლულ ჩანჩქერს, რომლის სიმაღლე 15 მეტრს აღემატება
- ულამაზეს ტბას, სადაც მრავლადაა კალმახი
შესაძლო აქტივობები: სამთო ველოსიპედით, ცხენით, კვადროციკლით გასეირნება, ფრინველებზე დაკვირვება, ცურვა ტბაში.
სასარგებლო რჩევები:
- ვიზიტისათვის საუკეთესო სეზონია 1 მაისიდან 1 ნოემბრამდე
- მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი
- საკმარისი რაოდენობის წყალი
- საწვიმარი
- ამოსაცვლელი ტანსაცმელი
- ასევე კარგ დახმარებას გაგიწევთ მზისგან და მწერებისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, სალაშქრო ჯოხი
- სათანადო ფიზიკური მომზადება
ტურის ღირებულებაში შედის:
✔ კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
✔ ლანჩი
ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:
- თავისუფალი დრო
- კარგი განწყობა
- ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის