ორდღიანი სათავგადასავლო ტური: ბათუმი-პეტრას ციხე-კინტრიშის დაცული ტერიტორია-დიდხნოვანი უთხოვარი-ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევები-ტბიყელის ტბა-ბათუმი
გასვლის ადგილი: ბათუმი
ქვეითი მანძილი: 32 კმ, 2 დღე, ქვეითი და საცხენოსნო, საშუალო სირთულის
ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:
- პეტრას ციხეს - "ქაჯეთის ციხე" (ა.წ. VI ს.) ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის - ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. აქ კარგად იყო განვითარებული საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობა.
- კინტრიშის დაცული ტერიტორიას - კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდ. კინტრიშის ულამაზეს ხეობაში, ზღვის დონიდან 2.500 მ-ზე და იგი მოიცავს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს (ფართობი 10.703 ჰა) და კინტრიშის დაცულ ლანდშაფტს (ფართობი 3.190 ჰა). ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ხეობებს უკავია. ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩამოედინება მდ. კინტრიში და მდ. ხეკნარა. კინტრიშის ნაკრძალის მცენარეულობა ხასიათდება ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ტერიტორია მდიდარია კოლხური ფლორის ელემენტებით:ღმოსავლეთის წიფელი, წაბლი, აღმოსავლეთის ნაძვი, მედვედევის არყი, შავი მურყანი, თელა, იფანი, კავკასიური ხურმა, და სხვა. ნაკრძალის ძირითადი ტერიტორია ტყით არის დაფარული, დაახლოებით 92%.
- დიდხნოვან უთხოვარს, რომელიც მესამეული პერიოდის ერთ-ერთი რელიქტური სახეობაა და საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. უთხოვარი ერთადერთი წიწვოვანი სახეობაა, რომლის ნაყოფიც გირჩი არ არის. გერმანელი მკვლევრების აზრით, ეს უთხოვარი დაახლოებით 20-30 საუკუნისაა.
- ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევებს. ამ ეკლესიას მშენებლობის ტექნიკითა და ქვის წყობით VIII-IX საუკუნეებს მიაკუთვნებენ. ზოგიერთი კედლის ფრაგმენტი 2-3 მ-ს აღწევს. ზომების მიხედვით (18X10) შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ეკლესია შედარებით დიდ ნაგებობას წარმოადგენდა.
- ტბიყელის ტბას, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მას მოგრძო, ოვალური ფორმა აქვს, სიღრმე 7-8 მეტრია. იგი საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით, თოვლის ნადნობით და გრუნტის წყლებით. ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. მარშრუტის მანძილი ეკლესიის ნანგრევებიდან ტბამდე ფეხით 14 კმ-ია.
ტურის ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
- კვალიფიცირებული გიდის-ინსტრუქტორის მომსახურება
- კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები
ტურის ღირებულებაში არ შედის:
- 3-ჯერადი კვება (50 ლარი ერთ ადამიაზე)
სასარგებლო რჩევები:
- ვიზიტისათვის საუკეთესო სეზონია 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე
- მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი
- ფანარი
- საკმარისი რაოდენობის წყალი
- საწვიმარი
- ამოსაცვლელი ტანსაცმელი
- ასევე კარგ დახმარებას გაგიწევთ მზისგან და მწერებისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, სალაშქრო ჯოხი
- სათანადო ფიზიკური მომზადება
ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:
- თავისუფალი დრო
- კარგი განწყობა
- ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისათვის