ეკო ტურები

  •  
  • 2 დღე 
  •  

ორდღიანი სათავგადასავლო ტური იმერეთში: ბათუმი-ოკაცეს კანიონი-კინჩხას ჩანჩქერი-ბათუმი



გასვლის ადგილი:
ბათუმი


ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:

  • ოკაცეს კანიონი -ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო ადგილია, სადაც მოწყობილია კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმა.
    უშუალოდ კანიონამდე მისასვლელად ტურისტებმა კლდეში მოწყობილი საფეხმავლო ბილიკი უნდა გაიარონ. ამის შემდეგ დაახლოებით 300 საფეხურიანი ლითონის კიბეებით გზა კიდული ბილიკებისაკენ მიდის, რომელიც კლდეშია მოწყობილი. ულამაზესი კანიონის სიგრძე 16 კილომეტრამდეა. სიგანე ზოგ ადგილებში აღწევს 10-15 მეტრს, სიღრმე კი 50 მეტრზე მეტია. ბევრგან გადებულია ბუნებრივი ქვის ხიდი ("ქვახიდა"), ერთი მათგანია "ბოგა", რომლის ქვემოთ კანიონის სიღრმე 100 მეტრს აღწევს. კანიონს აქვს მღვიმეები.
  • კინჩხის ჩანჩქერი - რომელიც არის კასკადური და დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლის.
  • პიკნიკი ბუნებაში.
  • ღამისთევა კარავში დადიანების სასახლესთან.
    ტურის განმავლობაში შესაძლებელია ოკაცეს კანიონზე დაშვება თოკებით 40 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერიდან.


საჭირო ინფორმაცია:

  • ჩაიცვით სპორტულად - საწვიმარი ქურთუკი, მოხერხებული ფეხსაცმელი, სათადარიგო ტანსაცმელი.
  • სასურველია ფანარი
  • სათანადო ფიზიკური მომზადება
  • ფეხით გასავლელი მანძილი - 5.6 კმ
  • ტრანსპორტით სავალი მანძილი - 350 კმ


ტურის ღირებულებაში შედის:

კომფორტული მიკროავტობუსი

2 გიდი-ინსტუქტორი

კანიონის მოსაკრებელი

კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები


ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • კლდეზე დაშვება თოკით 1 პერსონა - 37 ლარი
  • 3ჯერადი კვება საველე პირობებში - 50 ლარი

  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *