ერთდღიანი სათავგადასავლო ტური აჭარაში: აჭარული ღვინის სახლი-საოჯახო ღვინის მარნები-მახუნცეთის ჩანჩქერი-თამარის თაღოვანი ხიდი-წმ. გიორგის სახელობის ეკლესია-ქედის ეთნოგრაფიული მუზეუმი
გასვლის ადგილი: ბათუმი
ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:
- "აჭარული ღვინის სახლი" - და საოჯახო ღვინის მარნები, თქვენ გეძლევათ საშუალება დააგემოვნოთ შემოთავაზებული ღვინო, გაეცნოთ ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, სამზარეულოს (მონაწილეობა მიიღოთ კერძების დამზადებაში) და ხალხურ შემოქმედებას, დაათვალიეროთ ვენახები და მონაწილეობა მიიღოთ რთველში, ისიამოვნოთ გემრიელი ღვინითა და ადგილობრივი მოსახლეობის სტუმარმასპინძლობით.
- მახუნცეთის ჩანჩქერი - ბუნების სილამაზე, უმშვენიერესი ჩანჩქერი მაღალმთიან აჭარაში.
- თამარის თაღოვანი ხიდი - უძველესი არქიტექტურის ნიმუში , რომელიც XII საუკუნით თარიღდება.
- წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - "ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". (მათე.16.18)
- ქედის ეთნოგრაფიული მუზეუმი - სადაც თქვენ ნახავთ: 700-მდე ექსპონატს, რომელიც გადანაწილებულია შემდეგ განყოფილებებში:
1. არქეოლოგიური განყოფილება;
2. ეთნოგრაფიული განყოფილება;
3. ბუნებრივი და გეოლოგიური განყოფილება;
4. ხეზე კვეთისა და ხის მხატვრული დამუშავების განყოფილება;
5. ნუმიზმატიკის განყოფილება;
6. ფერწერული ტილოების განყოფილება.
ტურის ღირებულებაში შედის:
✔ ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
✔ კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
✔ ლანჩი ღვინის მარანში და ღვინის დეგუსტაცია
ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:
- თავისუფალი დრო
- კარგი განწყობა
- ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის