ტურები აჭარაში

  •  
  • 2 დღე 
  •  

ორდღიანი სათავგადასავლო ტური: მახუნცეთის ჩანჩქერი-დანდალოს თაღოვანი ხიდი-სხალტის მონასტერი-ხიხანის ციხე-სელიმ ხიმშიაშვილის სახლმუზეუმი
 

გასვლის ადგილი: ბათუმი

 

ფეხით გასავლელი მანძილი: 16 კმ

სირთულე: 16 კმ

სამანქანო გზა: 260 კმ

ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:


1 დღე:

  • მახუნცეთის ჩანჩქერს - ქართული ბუნების სილამაზე, უმშვენიერესი ჩანჩქერი მაღალმთიან აჭარაში.
  • დანდალოს თაღოვან ხიდს - უძველესი არქიტექტურის ნიმუში, რომელიც XII  საუკუნით თარიღდება.
  • სხალთის მონასტერს - სხალთის კომპლექსი თავდაპირველი და შედარებით სრულყოფილი სახით დაცული ძეგლია აჭარაში. სხალთის დიდი დარბაზული ტაძარი შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია აჭარაში.
  • უძველეს გვირაბს
  • დაბანაკება სოფ: მთისუბანში (1450 მ.)   ღამისთევა კარვებში. (შესაძლებელია ადგილობრივ სახლებშიც)


2  დღე:

  • ხიხანის ციხეს - ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ  სხვა ციხეებთან შედარებით. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშესაფარი იყო. ხიხანის ციხესა და თამარ მეფეს, უამრავი ლეგენდა აკავშირებს. ზოგჯერ ხიხანის ციხეს თამარის ციხესაც უწოდებენ.ზღვის დონიდან 2165 მ. 
  • სელიმ ხიმშიაშვილის სახლმუზეუმს - დაარსდა 2002 წელს, შერიფ ხიმშიაშვილის  ყოფილ საცხოვრებელ სახლში. შერიფ ხიმშიაშვილი იყო მმართველი აჭარაში მონღოლ-თურქების 300 წლიანი ბატონობის დროს და სამუსლიმანო საქართველოში ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
  • დაბრუნება ბათუმში


ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
  • კვალიფიცირებული გიდის-ინსტრუქტორის მომსახურება
  • კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები  ან ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში
  • შესასვლელი ბილეთები


ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • კვება


სასარგებლო რჩევები:

  • ვიზიტისათვის საუკეთესო სეზონია 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე
  • მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი
  • ფანარი
  • საკმარისი რაოდენობის წყალი
  • საწვიმარი
  • ამოსაცვლელი ტანსაცმელი
  • ასევე კარგ დახმარებას გაგიწევთ მზისგან და მწერებისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, სალაშქრო ჯოხი
  • სათანადო ფიზიკური მომზადება


ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:

  • თავისუფალი დრო
  • კარგი განწყობა
  • ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისათვის, რათა ტურში მონაწილეობას იღებს 15-17 ადამიანი

  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *