ტურები აჭარაში

  •  
  • 2 დღე 
  •  

ტურის ტიპი: სათავგადასავლო ტური

ტურის ხანგრძლიობა: 2 დღე

გასვლის ადგილი: ბათუმი

 

ფეხით გასავლელი მანძილი: 15 კმ, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის

მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე. მთა მტირალა გამოირჩევა ნალექების სიუხვით, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1.381 მეტრია და ყველაზე ნალექიანი ადგილია ჩვენს ქვეყანაში (4.520 მმ). სწორედ აქედან მოდის სახელწოდება - "მტირალა".მისი საერთო ფართობი შეადგენს 15698,8 ჰა. მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით, კენძოდ კოლხური ფლორით.პარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩნარითაა დაფარული. თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარე.მტირალას ეროვნული პარკისათვის დამახასიათებელია ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, რომელიც წარმოდგენილია 95 სახეობით, აღსანიშნავია, რომ პარკში გავრცელებული ცხოველების 23 სახეობა შეტანილია საქართველოს "წითელ ნუსხაში", ხოლო 9 გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები IUCN–ის "წითელ ნუსხაში".

  • ორდღიანი მარშრუტი იწყება ზღვის დონიდან 260 მ-ზე მდებარე ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე. 
  • ბილიკის დასაწყისი წარმოდგენილია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვან შერეული ტყით, ბილიკის დასასრულს კი ტყის 70% წიფლნარია. 
  • გარდა მცენარეული საფარისა, შესაძლებელია მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.
  • მარშრუტის გავლისას გზად გვხვდება ბუნებრივი წყაროები
  • მეორე დღეს ვიზიტორი მოხვდება ხელუხლებელი მრავალწლიანი წიფლის კორომებისა და ულამაზესი წყაროების გარემოცვაში
  • ღამისთევა კარვებში ულამაზეს ბუნებაში
  • ან ტურისტულ თავშესაფარში( მაქსიმუმ 8 ადამიანი)


სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ამ ტურის გავლა ცხენით.


სასარგებლო რჩევები:

  • ვიზიტისათვის საუკეთესო სეზონია 1 მაისიდან 1 ნოემბრამდე
  • მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი
  • საკმარისი რაოდენობის წყალი
  • საწვიმარი
  • ამოსაცვლელი ტანსაცმელი
  • ასევე კარგ დახმარებას გაგიწევთ მზისგან და მწერებისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, სალაშქრო ჯოხი
  • სათანადო ფიზიკური მომზადება


ტურის ღირებულებაში შედის:

ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით

კვალიფიცირებული გიდის მომსახურება

კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები  ან ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • კვება


ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:

  • თავისუფალი დრო
  • კარგი განწყობა
  • ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის

  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *