ტურები იმერეთში

  •  
  • 2 დღე 
  •  

ორდღიანი ტური იმერეთში: ბათუმი-კაცხის სვეტი-კაცხის ტაძარი-მღვიმევის დედათა მონასტერი-ძაღლსაშენი "ტაბაკინი"-პრომეთეს მღვიმე-გელათის მონასტერი-მოწამეთას მონასტერი
 

გასვლის ადგილი: ბათუმი



ამ ტურის დროს თქვენ ნახავთ ულამაზეს, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს, როგორიც არის:


პირველი დღე:

  • კაცხის სვეტი - კირქვის სვეტისებრი "მოწმე" - შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე,რომლის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები.
  • კაცხის ტაძარი - კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში ბაღვაშების მიერ. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია.
  • მღვიმევის დედათა მონასტერი - XIII საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი. სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს. მთავარი გამოქვაბული 35 მ–ის სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში. გამოქვაბულის შესავლის აღმოსავლეთ ნაწილში დგას ორნავიანი ბაზილიკა, მაცხოვრის სახელობის ეკლესია.გამოქვაბულის შესასვლელის მეორე მხარეს დგას პატარა ეკლესია, VIს-ის ძეგლი, რომელიც წმიდა ეკატერინეს სახელობისაა. იგი მთლიანად კლდეში არის გამოკვეთილი და მხოლოდ ფასადი აქვს თლილი ქვისაგან ამოშენებული. ფასადი მორთულია ქართული ორნამენტებით. გამოქვაბულის სიღრმეში უმშვენიერესი წყაროა. მღვიმის მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი გამოქვაბულია. ისინი გამოყენებული ყოფილა მონასტრის მსახურთა თავშესაფრად და სტუმრებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს.
  • ძაღლსაშენი "ტაბაკინი" - კავკასიური ნაგაზი წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ ჯიშს, რომელიც განსაკუთრებული ორიგინალური თვისებებით გამოირჩევა. არსებობს კავკასიური ნაგაზის 4 ტიპი, რომელთა შორის ყველაზე საინტერესოა ქართული ტიპის ნაგაზი, რომელსაც ახასიათებს ძვალმსხვილობა, მიმზიდველი გრძელი ბეწვი და მასიური აღნაგობა. "ტაბაკინის" ძაღლსაშენში ამჟამად 19 კავკასიური ნაგაზი ჰყავთ.საქართველოს ტურისტულ ბაზარზე ეს წარმოადგენს ახალ მიმდინარეობას,მეგობრული და პოზიტიური ცხოველები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ თითოეულ სტუმარზე.
  • ღამისთევა ქუთაისში


მეორე დღე:

  • პრომეთეს მღვიმე - სადაც ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს ან მოინახულებთ სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს, რომლის ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით. ნაკრძალი შეიცავს კარსტრულ მღვიმეს,დინოზავრების 200-მდე ნაკვალევს და ბიოსპელეოლოგიური მუზეუმს.
  • გელათის მონასტერი - რომლის მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით. ამ პერიოდში დაარსდა გელათში მონასტერი და აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზოვნების კერა. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
  • მოწამეთას მონასტერი - რომელიც ულამაზეს ხატადაა ჩაწერილი მდინარე წყალწითელას ხეობაში. მონასტერი დაარსებულია VIII საუკუნის პირველ ნახევარში არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ძმების, არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინეს უკვდავსაყოფად. ქართულმა ეკლესიამ ძმები წმინდანებად შერაცხა, მათი ნეშთი ამჟამად მონასტრის ეკლესიაშია დასვენებული.
  • თავისუფალი დრო ქუთაისის ცენტრში
  • დაბრუნება ბათუმში



ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
  • კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
  • პიკნიკი ულამაზეს ბუნებაში
  • ლანჩი ტრადიციულ ქართულ რესტორანში
  • ვახშამი სასტუმროში
  • ღამისთევა კომფორტულ სასტუმროში
  • შესასვლელი ბილეთები


ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:

  • თავისუფალი დრო
  • კარგი განწყობა
  • ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის



დაგვიკავშირდით ახლა ან დაჯავშნეთ ონლაინში


  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *