ტურები იმერეთში

  •  
  • 2 დღე 
  •  

ორდღიანი ტური იმერეთში: ბათუმი-ვანის  არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი-გეგუთის სასახლე-ქუთაისი-ბაგრატის ტაძარი-პრომეთეს მღვიმე-გელათის მონასტერი-მოწამეთას მონასტერი-ბათუმი
 

გასვლის ადგილი: ბათუმი


ამ ტურის დროს თქვენ ნახავთ ულამაზეს, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს, როგორიც არის:

პირველი დღე:

  • ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი - ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ.წ. III-I სს-ში.1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან.მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის VIII-დან I ს-ის ჩათვლით. აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნის პერიოდს ასახავს. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებებისა და მათი ფრაგმენტების ექსპოზიცია.
  • გეგუთის სასახლე - ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი.ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ ΧІІ საუკუნეს ეკუთვნის.მატიანის მიხედვით,გეგუთი მეფეთა რეზიდენცია იყო.სასახლემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.შენობის ნანგრევებს ამჟამად 2000 კვ.მ-ზე მეტი ფართობი უჭირავს.გეგუთში მოღვაწეობდა:დავით აღმაშენებელი,დემეტრე І,გიორგიІІІ და თამარ მეფე.
  • ბაგრატის ტაძარი - ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში.ბაგრატის ტაძარი ერის ერთიანობის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.
  • ღამისთევა ქუთაისში


მეორე დღე:

  • პრომეთეს მღვიმე - სადაც ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს ან მოინახულებთ სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს, რომლის ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით. ნაკრძალი შეიცავს კარსტრულ მღვიმეს,დინოზავრების 200-მდე ნაკვალევს და ბიოსპელეოლოგიური მუზეუმს.
  • გელათის მონასტერი - რომლის მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით. ამ პერიოდში დაარსდა გელათში მონასტერი და აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზოვნების კერა. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
  • მოწამეთას მონასტერი - რომელიც ულამაზეს ხატადაა ჩაწერილი მდინარე წყალწითელას ხეობაში. მონასტერი დაარსებულია VIII საუკუნის პირველ ნახევარში არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ძმების, არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინეს უკვდავსაყოფად. ქართულმა ეკლესიამ ძმები წმინდანებად შერაცხა, მათი ნეშთი ამჟამად მონასტრის ეკლესიაშია დასვენებული.
  • თავისუფალი დრო ქუთაისის ცენტრში
  • დაბრუნება ბათუმში



ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
  • კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
  • პიკნიკი ულამაზეს ბუნებაში
  • ლანჩი ტრადიციულ ქართულ რესტორანში
  • ვახშამი სასტუმროში
  • ღამისთევა კომფორტულ სასტუმროში
  • შესასვლელი ბილეთები


ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:

  • თავისუფალი დრო
  • კარგი განწყობა
  • ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის



დაგვიკავშირდით ახლა ან დაჯავშნეთ ონლაინში


  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *