ერთდღიანი ტური კახეთში: თბილისი-გრემი-ნეკრესი-ყვარლის ტბა-ქინძმარეულის მარანი
გასვლის ადგილი: თბილისი
ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:
- გრემი - მონასტერი აგებულია XVI საუკუნეში.მისი მოხატვა დაუსრულებიათ 1577 წელს. გრემის ისტორიული კომპლექსი შედგებოდა სამი ნაწილისაგან. ეს იყო მთავარანგელოზთა კომპლექსი, სამეფო რეზიდენცია და სავაჭრო უბანი. XVII საუკუნეში გრემი გამოცხადდა კახეთის დედაქალაქად. საუკუნეთა მანძილზე გრემის მონასტერში ეწეოდნენ კულტურულ და ლიტერატურულ საქმიანობას. სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც თარიღდება V საუკუნით. ტაძრის ტერიტორიაზე არის აგრეთვე ორი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რომლებიც განეკუთვნება VII საუკუნეს. კედლებზე შემორჩენილია ფრესკის და წარწერების ფრაგმენტები, რომელიც შექმნილია ძველი ქართული, ასომთავრული ანბანით.
- ნეკრესი - ისტორიული წყაროების გადმოცემით, აქ მონასტრამდე არსებობდა ქალაქი, ამ მოსაზრებას ამყარებს არქეოლოგიური გათხრები და კერძოდ ნეკრესის კვადრატი, რომელიც მიჩნეულია წარმართულ ტაძრად, მდებარეობს ნეკრესთან ახლოს მისი ნახვა შესაძლებელია მონასტრის ჭოგრიტიდან.რაც შეეხება ნეკრესის მონასტერს, მისი პირველი სამლოცველო აქ IV საუკუნეში დაარსდა. VI საუკუნეში აქ მოღვაწეობას აბიბოს ნეკრესელი იწყებს, რომელიც ერთერთია ცამეტი ასურელი მამათაგან. აღსანიშნავია რომ საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა , სადაც ღორის დაკვლა არის ნებადართული.
- ყვარლის ტბა - საქართველოს უმშვენიერესი რეგიონის, კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების მთების ქვეშ 260 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშლილია გამორჩეული კურორტი "ყვარლის ტბა". გარშემო ტყე საუკუნოვანი ხეებით, წინ ტბა, რომელშიც ჩაედინება მდინარე ბურსას და ჩაგურგულას წყალი, უკან ალაზნის თვალუწვდენელი ველი.
- "ქინძმარაულის" მარანი - თქვენ გაივლით ე.წ. "ღვინის გზას", რომელიც მოიცავს ღვინის წარმოების მთელ პროცესს ვენახებიდან საწნეხელამდე, შემდეგ კასრებამდე და ბოლოს ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე. სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სამუშაოთა მიმდინარეობას, დაათვალიერონ მარანის სხვადასხვა განყოფილებები და მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო საკითზე. ტური მთავრდება 4 სხვადასხვა ღვინის დეგუსტაციით მაგიდასთან ტრადიციული კახური დედას პურის, ყველის და მინერალური წყლის თანხლებით. სურვილის შემთხვევაში, ვიზიტორებს მიეცემათ შესაძლებლობა შეიძინონ თელავის მარანის ღვინოები და ასევე მიიღონ კომპანიის საინფორმაციო ბუკლეტი ღვინოების დეტალური აღწერით.
ტურის ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
- კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
- 7 სახეობის ღვინის დეგუსტაცია
- შესასვლელი ბილეთები
ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:
- თავისუფალი დრო
- კარგი განწყობა