ერთდღიანი ტური კახეთში: თბილისი-ყველაწმინდა-წინანდალი-ალავერდი-ახალი შუამთა
გასვლის ადგილი: თბილისი
ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:
- გურჯაანის ყველაწმინდა - გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია "ყველაწმინდა" VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალ ხანის უმნიშვნელოვანესი ტაძარია . კახეთის ხუროთმოძღვრების ორიგინალობა უფრო მკვეთრად მოცემულია გურჯაანის ტაძარში, იგი წარმოადგენს მეტად რთულ შერწყმას გრანდიოზული ორგუმბათოვანი სამნავიანი ეკლესიისა ბაზილიკური არქიტექტურის ელემენტებთან. ტაძარს შიგნით აქვს მეორე სართული ანუ პატრონიკე. არსებობს ასეთი ლეგენდა თითქოსდა ეკლესიის კედლებიდან რძე მოდიოდა, ეს იყო ადგილი იმ მანდილოსნებისათვის, რომლებიც ვერ კვებავდნენ თავიანთ ახალშობილებს.
- წინანდლის მუზეუმი - განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტის-ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში (აგებულია 1886 წელს არქიტექტორ ა. ოზეროვის მიერ ). სასახლე არის ქართული და ევროპული არქიტექტურის შერწყმა, რომელიც არის იმ ეპოქის ქართული არისტოკრატიის მანათობელი. 1830 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძემწამოიწყო დეკორატიული პარკის განაშენიანება, რომელსაც ამჟამად უჭირავს 12 ჰა. პარკში უნიკალურსუბტროპიკულ, სამკურნალო და ტექნიკურ მცენარეებთან ერთად გვხვდება ეგზოტიკური მცენარეებიც (ჩინეთი,ამერიკა, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და სხვა); 1835 წელს, აქვე აშენდა ერთ-ერთი პირველი მარანისაქართველოში, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა (სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 20 000 ბოთლი ღვინო).
- ალავერდი - მის დამაარსებლად მოიაზრება ცამეტი ასურელთაგან ერთ-ერთი იესე ალავერდელი. XI ის რომ საქართველოში შუაგულ კახეთში XI საუკუნეში კათედრალი არსებობდა მიუთითებს იმ პროგრესს, რომელსაც მისდევდა მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესია. ალავერდის მონასტერი გამოირჩევა იმითაც, რომ ის ყველაზე მაღალი ტაძარი იყო მთელს საქართველოში XXI საუკუნემდე. მისი სიმაღლეა 50-51 მეტრია.
- ახალი შუამთა - ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო, რადგან სამივე მხრიდან მთები აკრავს. მონასტერი დაფუძნდა XVI საუკუნეში კახეთის მეფის ლევანის და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერშივეა დაკრძალული სადაც ის მოღვაწეობდა, როგორც მონაზონი.
ტურის ღირებულებაში შედის
- ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
- კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
- ღვინის დეგუსტაცია
- შესასვლელი ბილეთების საფასური
ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:
- თავისუფალი დრო
- კარგი განწყობა