ტურები კახეთში

  •  
  • 1 დღე 
  •  

ერთდღიანი ტური კახეთში: თბილისი-სიღნაღი-ბოდბე-გურჯაანის ყველაწმინდა-ველისციხე-თბილისი

 


გასვლის ადგილი: თბილისი



ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:

  • სიღნაღი - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ციხე-ქალაქი. ქალაქი შეფენილია ცივ-გომბორის ქედზე, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმღლეზე. სიღნაღის ციხე-გალავანი ერთი-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. გალავნის სიგრძე 4-კილომეტრამდეა. დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ.  ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რის შედეგადად მან შეიძინა ახალი სტატუსი: "სიღნაღი სიყვარულის ქალაქი".
  • სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - აქ გამოფენილია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და შუა საუკუნეების ექსპონატები. ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები კახეთში XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. აღმოჩენილი ყველა საოჯახო თუ კულტივირებული ნივთები, ქვის ხანიდან ჩვენ წელთაღრიცხვამდე I საუკუნემდე, დღეს სიღნაღის მუზეუმში არის წარმოდგენილი. მათ შორისაა მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, იარაღი, სამოსელი და ნივთები რომლებიც აღწერს ქალაქის ყოფა-ცხოვრებას.
  • ბოდბის მონასტერი - აქ აღესრულა და აქვეა დაკრძალული ქართველთა განმანათლებელი და ქრისტიანობის გამავრცელებელი წმიდა ნინო. ტაძარი აგებულია IV-ის 30-იან წლებში. წმიდანის საფლავზე დიდებული ეკლესია პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ააგო და გაამშვენა .  მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ-ერთ მათგანს "წმინდა ნინოს წყაროს" უწოდებენ. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამბობენ, რომ მას ნაკურთხი წყლის ძალა აქვს. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა.
  • გურჯაანის ყველაწმინდა - გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია "ყველაწმინდა" VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალ ხანის უმნიშვნელოვანესი ტაძარია. კახეთის ხუროთმოძღვრების ორიგინალობა უფრო მკვეთრად მოცემულია გურჯაანის ტაძარში, იგი წარმოადგენს მეტად რთულ შერწყმას გრანდიოზული ორგუმბათოვანი სამნავიანი ეკლესიისა ბაზილიკური არქიტექტურის ელემენტებთან. ტაძარს შიგნით აქვს მეორე სართული ანუ პატრონიკე. არსებობს ასეთი ლეგენდა თითქოსდა ეკლესიის კედლებიდან რძე მოდიოდა, ეს იყო ადგილი იმ მანდილოსნებისათვის, რომლებიც ვერ კვებავდნენ თავიანთ ახალშობილებს.
  • "ნუმისი" -  გურჯაანის რაიონის, სოფელ ველისციხის უძველესი მარანია, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება. მარნის შენობა კახური ხუროთმოძღვრების კლასიკური ძეგლია, აშენებული რიყის თეთრი ქვით და ოთხკუთხა ქართული აგურით. გარედან, ერთი შეხედვით, თითქოს მცირე ზომის და მოკრძალებული, მაგრამ ინტერიერი გვეგებება ვრცელი სივრცით, რომელიც გვაკვირვებს გრანდიოზულობითა და მეტად საინტერესო თაღოვანი ღვინის შესანახი შესანიშნავი სარდაფით, ქვითკირის საწნეხელით, სხვადასხვა ზომის 33 თიხის ქვევრითა და ვრცელი მანსარდით. მარნის დათვალიერების და სასმელების დაგემოვნების პროცესში ჩნდება შეგრძნება იმის, რომ ღვინის წარსულში მოგზაურობ და თითქოს შენთან ერთად დადიან ძველი ქართველი მევენახე მეღვინეები, რომლებმაც შექმნეს ეს საოცარი ვაზისა და ღვინის კულტურა. მარნის ირგვლივ კი დაინახავ თვალუწვდენელ რქაწითელისა და საფერავის ზვარს, რომელიც ოდესღაც მარანს ერტყა გარს და გაიგონებ ძველ ხალხურ სიმღერას ველისციხის ღვინოებზე.



ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
  • კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
  • ღვინის დეგუსტაცია
  • შესასვლელი ბილეთები


ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ:

  • თავისუფალი დრო
  • კარგი განწყობა

  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *