ერთდღიანი ტური სამეგრელოში: ბათუმი-ნოქალაქევი-გოგირდის წყლები-მარტვილის ტაძარი-მარტვილის კანიონი-დადიანების საზაფხულო რეზიდენცია
გასვლის ადგილი: ბათუმი
ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:
- ნოქალაქევის ციხე-გოჯს (პირდ. მნიშვ. "ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა") - ადგილი სადაც მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.
- ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმს.
- გოგირდის თერმულ წყლებს, სადაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ გოგირდის აბაზანები.
- მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს - აიგო VII საუკუნეში მცხეთის ჯვრის ანალოგიით.ამ ადგილას წარმართულ ხანაში დიდი მუხის ხე იდგა (ჭყონდიდი სწორედ დიდ მუხას ნიშნავს მეგრულად), რომელსაც ჩვილ ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. ანდრია პირველწოდებული ჭყონდიდშიც იყო ჩასული და მისი ლოცვით ამ ხეს მეხი დაეცა. ამის შემდეგ ეს ადგილი წმინდა ადგილად იქცა და პირველი ეკლესია სწორედ აქ აშენდა (თარიღი უცნობია) ანდრია პირველწოდებულის სახელზე.
- მარტვილის კანიონს - უნიკალური და ულამაზესი ადგილია, რომელსაც მთელს კავკასიაში ანალოგი არ აქვს. კანიონინს კედლებზე მეცნიერებმა პრე–ისტორიულო ცხოველების ნაკვალევი აღმოაჩინეს. დღესდღეობით ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია ნავით გასეირნება და უნიკალური ბუნების დათვალიერება.
- პიკნიკი.
- დადიანების საზაფხულო რეზიდენციას, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებით და რომელსაც ქვევრის სასახლესაც ეძახდნენ.
ტურის ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
- კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
- პიკნიკი ულამაზეს ბუნებაში
- შესასვლელი ბილეთები
ტურის ღირებულებაში არ შედის:
- კანიონში ნავით გასეირნების საფასური
☎ დაგვიკავშირდით ახლა ან დაჯავშნეთ ონლაინში