ტურები სამეგრელოში

  •  
  • 3 დღე 
  •  

სამდღიანი ტური სამეგრელოში: ბათუმი-მარტვილი-ზუგდიდი-წალენჯიხა-პალიასტომი

 


გასვლის ადგილი: ბათუმი



ექსკურსიის დროს თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მოინახულოთ:


დღე 1: ბათუმი-მარტვილი-ზუგდიდი

  • ნოქალაქევის ციხე-გოჯი (პირდ. მნიშვ. "ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა") - ადგილი სადაც მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.
  • გოგირდის წყლები, სადაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ გოგირდის აბაზანები.
  • პიკნიკი.
  • მარტვილის კანიონი - მარტვილის კანიონი არის უნიკალური და ულამაზესი ადგილი, რომელსაც მთელს კავკასიაში ანალოგი არ აქვს. კანიონინს კედლებზე მეცნიერებმა პრე–ისტორიულო ცხოველების ნაკვალევი აღმოაჩინეს. დღესდღეობით ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია ნავით გასეირნება და უნიკალური ბუნების დათვალიერება.
  • დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებით და რომელსაც ქვევრის სასახლესაც ეძახდნენ.
  • ღამისთევა მალტაყვა.


დღე 2: ზუგდიდი-წალენჯიხა

  • სქურის ხეობა (სადაც მე-10 საუკუნის უნიკალური ბაზილიკური ეკლესია მდებარეობს).
  • მუხურის ხეობა.
  • ოცინდალეს ბაზილიკური ეკლესია (ეკლესია ზღვის დონიდან 300-340 მ-ზეა,საიდანაც იშლება კოლხეთის დაბლობის ულამაზესი ხედი. 5 კმ საცალფეხო ბილიკით ავდივართ ეკლესიამდე).
  • კორცხელის მონასტერი (რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფილიალი იყო).
  • ცაიშის მონასტერი.
  • ენგურჰესის კაშხალი - უდიდესი და ულამაზესი ჰიდროელექტრო სადგური ამიერკავკასიაში, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ნებისმიერ მნახველზე თავისი ფორმებით და ზომებით.
  • ღამისთევა ზუგდიდში.


დღე 3: ზუგდიდი-ფოთის კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი-პალეასტომი-ბათუმი

  • ფოთის საკათედრო ტაძარი, რომელიც საქართველოში ერთადერთი ბიზანტიური სტილის ტაძარია.
  • ქალაქი ფოთი, შეძლებთ ნახოთ თუ საიდან შემოვიდნენ იაზონი და მისი არგონავტები და ფეხბურთი საქართველოში.
  • კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი, სადაც თქვენ დატკბებით ზღაპრული სილამაზის ხედებითა და შემოდგომის ფერებით. საქართველოში ერთადერთი "მღელვარე" პალიასტომის ტბა, ტურის მანძილზე თქვენ შეძლებთ პონტონის ტიპის ნავით გასეირნებას პალიასტომის ტბაზე. მარშრუტი იწყება პალიასტომის ტბის შესასვლელიდან. ვიზიტორები დაათვალიერებენ პალიასტომის ტბის ნაპირების ულამაზეს პეიზაჟებს, ლელქაშის მაღალ გაუვალ რაყებს, მეორად ნოტიო მდელოებს, სამეფო გვიმრების ხშირ საფარს. სათვალთვალო კოშკიდან შესაძლებელია რაყებში თავშეფარებულ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, რომელთაგან ზოგიერთი იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნში.
  • პიკნიკი ულამაზეს ბუნებაში.
  • დაბრუნება ბათუმში შთამბეჭდავი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.



ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
  • კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
  • 3 პიკნიკი ულამაზეს ბუნებაში
  • 2 ღამე სასტუმროში
  • 2 ვახშამი
  • 2 საუზმე
  • შესასვლელი ბილეთები
  • პალიასტომზე ნავით გასეირნება


ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • მარტვილის კანიონში ნავით გასეირნება



დაგვიკავშირდით ახლა ან დაჯავშნეთ ონლაინში


  • სახელი *

  • ელ-ფოსტა *

  • ტელ *

  • Adult *

  • Children

  • შეტყობინება *